კიმ კარდაშიანის და ქანიე ვესტის უფროსი შვილი, ნორს ვესტი i-D-ის გარეკანზეა. ვესტმა სოლო ყდა ჟურნალის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის გამოცემაში მიიღო. გარდა ფოტოსესიისა, i-D-მ 10 წლის ნორსთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ვესტი თავის სამომავლო სურვილებზე საუბრობს. 

როგორც ნორსი ამბობს, მისი სურვილები განსხვავებულია და უკავშირდება არტისტისა და სპორტსმენის კარიერას. კითხვაზე, თუ რა სფეროს სურს მომავალში თავისი ცხოვრება დაიკავშიროს და რა პროფესიის იყოს, ნორსი პასუხობს: 

“კალათბურთელი, რეპერი… 7 წლის როცა ვიყავი, მინდოდა მოკრივე გამოვსულიყავი. თუმცა ახლა აღარ მსურს, მოკრივე ვიყო. ვაპირებ, ხელოვნების მომართულებით წავიდე” – ამბობს ნორს ვესტი. 

“როცა 13-ის ვიქნები, მინდა ძაღლები გავასეირნო, რომ ფული ვიშოვო და ხელოვნებისათვის საჭირო რესურსებში დავხარჯო, რადგან ყველაფერი ძალიან ძვირია.” – ამხელს  i-D-ის ჟურნალისტთან საუბრისას გამოცემის ნომრის გმირი. 

ნორსის თქმით, ასევე სურს, მომავალში მშობლების ბრენდებს – Yeezy-ის და SKIMS-ს ფლობდეს. კითხვაზე, თუ რომელი სიტყვებით აღწერდა თავის თავს, ნორს ვესტი პასუხობს – “საუკეთესო” (Umm… The Best Ever.)

ნახეთ ნორს ვესტის ფოტოსესია ჟურნალი i-D-ისთვის: