იდეალური მაკიაჟი ძალიან ხშირად ბუნებრიობასთან ასოცირდება – მითუმეტეს მაშინ, როცა ზაფხულის სეზონის ყოველდღიურ ლუქზე ვსაუბრობთ. სინამდვილეში, ე.წ. ‘no makeup makeup’ ყველაზე რთული შესასრულებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პროფესიონალი ვიზაჟისტი არ ხართ. ერთმა არასწორად შერჩეულმა პროდუქტმაც კი, შესაძლოა, მთლიანად დაარღვიოს ასეთი მაკიაჟის სტრუქტურა. 

სწორედ ამიტომ, Fashionholics Online-ის და Delfy-ის ერთობლივი რუბრიკის ფარგლებში, იდეალური ‘no makeup makeup’ – ის შექმნისათვის რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვან რჩევას მოგცემთ.

კარგად დაიტენიანეთ სახის კანი

კანის დატენიანება ნებისმიერი მაკიაჟის პირველი და აუცილებელი ეტაპია. სანამ დეკორატიული კოსმეტიკის სახეზე დატანას დაიწყებთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ კანი სათანადოდ გაქვთ დატენიანებული – ასეთ დროს, ტონალური საცხი თქვენს კანზე ბუნებრივად და ერთგვაროვნად გამოიყურება. 

Delfy – როლერ კრემი

გარდა იმისა, რომ Delfy-ის  სახის დამატებიანებელი “როლერ კრემი” ნატურალურ ინგრედიენტებზეა დამზადებული და მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ის მსგავსი ტიპის პროდუქტის გამოყენების ინოვაციურ გზას სთავაზობს მომხმარებელს. როლერის ტიპის თავი, სულ რამდენიმე მარტივი მოძრაობით დაატენიანებს თქვენს კანს სახისა და ყელის ზონებზე. გარდა ამისა, “როლერ კრემი” კანს ამკვრივებს და ე.წ. ლიფტინგის ეფექტს გვაძლევს.

ადგილოვრივად შენიღბეთ მცირედი ნაკლოვანებები

ასაკის მატებასთან, რუჯის ხშირად მიღებასა, თუ მაკიაჟის სისტემატიურად გამოყენებასთან ერთად, კანზე ხშირად ჩნდება არაერთგვაროვანი ზონები. ასეთ დროს, აუცილებელია კოსმეტოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე, გარკვეული სიხშირით ჩაიტაროთ სახის გაწმენდითი პროცედურები. თუმცა, როცა ასეთი ზონების შენიღბვა ყოველდღიური მაკიაჟის დროს გვჭირდება, კორექტორის გამოყენება ყველაზე სასურველ შედეგს გვაძლევს. აუცილებელია, რომ ტონალური საცხის მსგავსად, კორექტორიც თქვენი კანის ფერს ზუსტად მიესადაგებოდეს.

Delfy – ორმხრივი კორექტორი

“დელფის” კორექტორი მაღალ ხარისხთან ერთად, კომფორტულ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს – ერთ პროდუქტში ერთდროულად მოთავსებულია, როგორც თხევადი, ისე “მშრალი” კორექტორი. კორექტორი გამოიყენება დამატენიანებელი კრემისა და/ან ბაზის შემდგომ, ტონალური საცხის გამოყენების წინ.

გამოიყენეთ მსუბუქი ტექსტურის ტონალური საცხი

ბუნებრივი მაკიაჟის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ კანზე არსებული ნაკლოვანებები ბუნებრივად არის შენიღბული. ამისათვის კი აუცილებელია, რომ ტონალური კრემი სწორად შეარჩიოთ. მნიშვნელოვანია, რომ საცხს ჰქონდეს თხელი ტექსტურა, თუმცა ამავდროულად, გამოირჩეოდეს საშუალო ან სრული დაფარვით. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ტონალური საცხის ფერი ზუსტად შეარჩიოთ. ამისათვის ერთ მარტივ მეთოდს გაგიმხელთ –  საცხი წაისვით ლოყის შუა ნაწილში, ჩაიხედეთ სარკეში ოდნავი დისტანციიდან. თუ საცხი თითქოს გაუჩინარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ფერი იპოვეთ. 

Delfy – მატე ტონალური 

პირველი სრულიად მატე ტონალური “დელფისგან” – ეს არის ახალი პროდუქტი, რომელიც ძალიან მსუბუქი თხევადი ტექსტურით გამოირჩევა. ტონალური ხასიათდება სრულიად ხავერდოვანი, 100% მატე, საშუალო/სრული დაფარვით. პროდუქტი განსაკუთრებით პრაქტიკულია ზაფხულში, რადგან მდგრადი ფორმულა სიცხეში გამძლეობის გარანტიას იძლევა.  თხევადი ფორმულა საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ პროდუქტი არა მხოლოდ სახეზე, არამედ კისერზე და დეკოლტეს ზონაზე, ლაქების და არათანაბარი ტონის დაფარვისათვის. აღსანიშნავია, რომ Delfy-ის ეს ტონალური საცხი არ შეიცავს ზეთებს,  მათ შორის მცენარეულს – შესაბამისად,  ის გამოიყენება აკნესა და პრობლემური კანის შემთხვევაშიც. 

გამოკვეთეთ თვალები წამწამების  ტუშით

No Makeup Makeup-ის შექმნის დროს,  კონკრეტულ ნაკვთებზე განსაკუთრებული აქცენტირება რეკომენდებული არ არის. სწორედ ამიტომ, თვალის გამოკვეთისათვის იდეალური არჩევანია წამწამების ტუში. ის უნარჩუნებს თვალს ბუნებრიობას, ამავდრიულად კი, ვიზუალურად ზრდის თვალის ჭრილს და ახალისებს მთლიან მაკიაჟს. რეკომენდირებულია, რომ წამწამების ტუში იყოს შავი – მხოლოდ ასე შეძლებთ მიიღოთ ბუნებვრივი და ამავდროულად, იდეალური ეფექტი.

Delfy – 3D მოცულობის ტუში

Delfy-ის პოპულარული პროდუქტების ჩამონათვალში ერთ-ერთი წამწამების ტუშია, რომელსაც განსაკუთრებული მოცულობის ეფექტი აქვს და ამავდროულად, საკმაოდ მდგრადი ფორმულით გამოირჩევა. პროდუქტი დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე, რაც უზრუნველყოფს მის უვნებლობას.

გამოიყენეთ ბუნებრივი შეფერილობის გლოსი

თვალების მსგავსად, ბუნებრივ მაკიაჟს არ ახასიათებს მკვეთრი, ე.წ. Statement Lips. ამიტომაც, ასეთ დროს, იდეალური არჩევანი გლოსია. ის მოცულობაში გამოკვეთს სახის ამ მნიშვნელოვან დეტალს და ბუნებრიობას უნარჩუნებს მაკიაჟს.

Delfy – 3D ტუჩსაცხი ტუჩის მოცულობის მომენტალური ზრდის ეფექტით

Delfy გლოსების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. მაღალი ხარისხის ტექსტურა მის სიმსუბუქეს და მდგრადობას განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ 3D თხევად ტუჩსაცხს ტუჩის მომენტალურად ზრდის ძლიერი ეფექტი აქვს, რაც ამ პროდუქტის დამატებითი უპირატესობაა.

და ბოლოს,  გახსოვდეთ – მაკიაჟი არ არის იმისათვის, რომ თქვენი გარეგნობა შეცვალოს – მაკიაჟი არის საშუალება, რომ მცირედი ხარვეზები შენიღბოს და თქვენი ეფექტური მხარეები გამოკვეთოს. თუ ეცდებით, რომ დეკორატიულმა კოსმეტიკამ გადაგასხვაფეროთ, შედეგი აუცილებლად წარუმატებელი იქნება.