CFDA-მ ნიუ-იორკის მოდის კვირეულის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ოფიციალური განრიგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჩვენებების გამართვა 10-დან 15 თებერვლის ჩათვლით იგეგმება.
განრიგში ვხვდებით როგორც ცნობილი ბრენდების, ისე დამწყები დიზაინერების სახელებს, მათ შორის: Carolina Herrera-ს, Anna Sui-ს, Michael Kors-ს, Brandon Maxwell-ს, Proenza Schouler-ს, Tory Burch-ს, Coach-ს, Dion Lee-ს, Jason Wu Collection-ს, LaQuan Smith-ს, Eckhaus Latta-ს, Willy Chavarria-ს, Khaite-ს და ა.შ. თუმცა განრიგში არ არის წარმოდგენილი ამერიკული მოდისთვის ისეთი მნიშვნელოვანი სახელები, როგორებიცაა: Tom Ford, Marc Jacobs, Tommy Hilfiger და Peter Do.
მომდევნო თვეში ნიუ-იორკში ასევე დაგეგმილია Heron Preston-ის, Koltson-ის, Ayama Studio-ს, Kate Barton-ის და სხვა დიზაინერების დებიუტები. კვირეულის ფარგლებში ჯამში 75 კოლექციის ჩვენება გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ამ სეზონზე ნიუ-იორკს უბრუნდება Thom Browne, რომელიც ჩვენებებს გასული წლების განმავლობაში პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მართავდა. სიახლე გასაკვირი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ დიზაინერი CFDA-ს ახლად არჩეული თავმჯდომარეა.
14 თებერვალს კვირეული Rodarte-ს ჩვენებით გაიხსნება, მისი დახურვის პატივი კი 15 თებერვალს Luar-ს ერგება.
ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ოფიციალური განრიგი