შაბათს ლოს ანჯელესში AFI Lifetime Achievement Award-ის რიგით 49-ე ცერემონია გაიმართა. საღამოს არაერთი ვარსკვლავი დაესწრო, რომელთა შორისაც იყო ნიკოლ კიდმანი, რომელსაც საპატიო ჯილდო გადაეცა.

მსახიობს Balenciaga-ს ოქროსფერი კაბა ამშვენებდა, რომელსაც Omega-ს საათი შეუხამა. წითელ ხალიჩაზე ის თავის ქმარ კიტ ურბანთან და შვილებთან – სანდეი და ფეიტ ურბანებთან ერთად პოზირებდა.

© Gilbert Flores / Varietynone

გასული წლების განმავლობაში, ნიკოლი არაერთხელ გამოჩენილა საჯაროდ Balenciaga-ს დიზაინში. ის რეკლამას უწევდა დემნას შემოქმედებას და 2022 წლის ივლისში მოდის სახლის ჩვენებაზეც გამოვიდა.

ნიკოლ კიდმანი Balenciaga-ს 2022 წლის შემოდგომის სეზონის ოტ კუტიურ კოლექციით