ტიფანი ახალი ხელმძღვანელობის დანიშნვის შემდეგ, თითქმის ყოველთვე მორიგ კოლაბორაციას აანონსებს. ფენდის “ბაგეტის” შემდეგ, ტიფანი თავის საკულტო ლაჟვარდისფერს კიდევ ერთ ცნობილ პროდუქტს მოარგებს. ბრენდი Nike-თან კოლაბორაციაში Air Force-ის სნიკერების ახალ ფერში გამოშვებას გეგმავს, რაც დიდი ალბათობით 2023 წლის გაზაფხულზე მოხდება.
2005 წელს, Diamond Supply Co.-სთან კოლაბორაციით, ნაიკიმ “Diamond Supply Co. x Dunk Low Pro SB ‘Tiffany’” მოდელი შექმნა, რომელიც ტიფანის ცისფერი ტყავითა და ვერცხლისფერი ლოგოთი იყო გაფორმებული. მაშინ, ტიფანისთან ოფიციალური თანამშრომლობა ფერის გამოსაყენებლად არ ყოფილა, თუმცა, როგორც ჩანს, ტიფანის ნაიკისთან კოლაბორაცია მაინც სურდა. Diamond Supply Co.-სთან ერთად გამოშვებული სნიკერები ნაიკისთვის წარმატებული გამოდგა და მოდელი დღემდე მოთხოვნადია.
Tiffany x Nike სნიკერების სახელი “1837” იქნება, რაც ტიფანის დაარსების წელია. სნიკერის ოფიციალური მხოლოდ ერთი ფოტოა გავრცელებული, თუმცა ინსტაგრამის მომხმარებელმა unlaced_memphis სნიკერების დეტალური ფოტოები გაავრცელა. არაოფიციალური ინფორმაციით, წყვილის ფასი $400 იქნება.