ბოლო პერიოდში,  საქართველოში შესამჩნევად იზრდება ადგილობრივი პროდუქციის – როგორც წარმოების, ასევე მოხმარების სტატისტიკა. ამას რამდენიმე გარემოება განაპირობებს: ხარისხზე ორიენტირება, ადგილობრივ ეკონომიკაზე მორგებული ფასები, მჭიდრო კომუნიკაცია მომხმარებელთან და ემოციური ფაქტორი – იმის შეგრძნება, რომ შენსავე ქვეყანაში დამზადებული სამოსი გაცვია. 

ამჯერად, გვინდა გაგაცნონოთ Nagato – ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი, რომელიც საინტერესო კონცეფციით, ხარისხითა და მომსახურების სტანდარებით გამოირჩევა. “ნაგატოს” ისტორია 2020 წლის ზაფხულიდან იწყება. აღსანიშნავია, რომ ბრენდი პანდემიური კრიზისის პირობებში დაფუძნდა –  ეს თვალსაჩინოს ხდის, თუ რამდენად ძლიერი იყო მისი შექმნის სურვილი და მიზანი. “ნაგატოს” დამფუძნებლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ თითოეული მოდელი ინდივიდუალური მიდგომით იქმნება და ის თავად ქართველი მომხმარებლით არის შთაგონებული. კოლექციებს ორი ახალგაზრდა დიზაინერი  – თათა ასლანიშვილი და ბაია აზნიაშვილი ქმნიან.  მათი სტილი იდივიდუალური და განსხვავებულია, თუმცა ბრენდზე მუშაობისას, საკუთარი ხედვები საინტერესოდ  შეუხამეს ერთმანეთს, რაც საბოლოო პროდუქტზე საკმაოდ დადებითად აისახა. ამასთან ერთად, ახალგაზრდა დიზაინერების შემოქმედებას აერთიანებს ბრენდის პრიორიტეტი – დახვეწილი სტილი და პრემიუმ ხარისხი.

ნაგატო ქალისა და მამაკაცის ხაზს აწარმოებს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეა არსებობს, მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სამოსი წარმოდგენილია სადა ფერებში, ძირითადად თეთრ, შავ, ნაცრისფერ და კრემისფერ ტონალობებში. სასიამოვნო დეტალია ის, რომ მრავალფეროვნებასთან ერთად, კოლექციებში ჩამოყალიბებული ხელწერა იგრძნობა – ეს ქმნის განცდას, რომ ბრენდი კარგად იცნობს თავის მომხმარებელს და იცის, თუ ვისთვის ქმის სამოსს. სტილი სინთეზურია – გამოსასვლელის და ყოველდღიურის, კლასიკურის და სპორტულის ჰარმონიული შერწყმა, რაც საბოლოდ ორიგინალურ დიზაინში გამოიხატება. Nagato მომხმარებელს სთავაზობს მინიმალისტურ სილუეტებს რადიკალური დეტალებით, რაც ბრენდის ერთგვარ ნიშად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

პროდუქცია პროფესიონალების მიერ ინდივიდუალური დამუშავებით იქმნება. გამოყენებული ქსოვილები კი, წინასწარ გადის მკაცრ კონტროლს უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ – “ნაგატოს” ტანსაცმლის წარმოება საქართველოში ხდება.  ბრენდი გარემოს დაცვისა და ეთიკური ღირებულებებით შთაგონებული პრინციპებითაც გამოირჩევა. სწორედ ამ პრინციპებზეა დამყარებული კომპანიის სტრატეგიაც და პროდუქციის წარმოების სისტემაც.  გვჯერა, ასე შეგვიძლია ჩვენი წვილი შევიტანოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებაში – ამბობენ ბრენდის შემქმნელები. 

“ნაგატოს” მაღაზია ზაქარია ფალიაშვილის 85 ნომერში მდებარეობს. გარდა ფიზიკური სივრცისა, კოლექციის დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია ბრენდის ციფრულ პლატფორმებზე – ვებ-გვერდის, Facebook-ისა და Instagram-ის მეშვეობით. ამასთან ერთად, “ნაგატოს” ქართული სამოსის სხვადასხვა მაღაზიებშიც აღმოაჩენთ, ამჟამად ბრენდის კოლექცია წარმოდგენილია Comode-სა და Geo Fashion Lab -ში. აღსანიშნავია, რომ “ნაგატოს” დამფუძნებლები, უახლოეს მომავალში, საერთაშორისო შოურუმებში მონაწილეობის მიღებასაც გეგმავენ. პარალელურად, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საზღვარგარეთ არსებულ მაღაზიებთან, რათა ბრენდი ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო მომხმარებელმაც გაიცნოს. Nagato-ს სამომავლო გეგმებში მოდის კვირეულებში მონაწილეობაც შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ კოლექციების წარდგენის ფარგლებში, ბრენდისგან  შემოქმედებითი ხედვისა და კონცეფციის კიდევ უფრო საინტერესო განვითარებას და სიახლეებს უნდა ველოდოთ.