მოდის სახლმა Mugler-მა ახალი სუნამო, სახელწოდებით Alien Hypersense წარადგინა. ბრენდის ესთეტიკისათვის დამახასიათებელი შეფუთვით, დიზაინში მკვეთრი იასამნისფერი ტონალობით და ყვავილების არომატით, Alien Hypersense დიდი ალბათობით კიდევ ერთ ახალ აქტუალურ და ტრენდულ სუნამოდ იქცევა. 

 აღსანიშნავია ის, რომ სუნამოს სახე მოდელი ანოკია (Anok Yai). საიმიჯო რეკლამის აქცენტში მოდელის პოდიუმზე სიარულის მანერა, ე.წ. “ქეთვოქია”. როგორც Anok Yai ამბობს, სუნამოს სურნელი მგრძნობიარე და მისტიკურია. 

Alien Hypersense-ის წამყვანი ნოტი ჟასმინის სურნელია. როგორც სუნამოს აღწერაშია მითითებული, ის ფემინურობას და ქალის უნიკალურობას გამოკვეთს.