2001 წელს ალიშა ქისის სადებიუტო ალბომი “Songs in a Minor” გამოვიდა, ყველაფერი დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, ისტორიაა. ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მუსიკოსი ინდუსტრიაში, ავტორია ისეთი ჰიტების, როგორებიცაა Fallin, No One, Empire Stat of Mind და ა.შ. მისი წარმოუდგენელი მუსიკალური კარიერის მიუხედავად, ალიშა მოდის სამყაროში აქტიურობით არასდროს გამოირჩეოდა, სწორედ ამიტომ მონკლერის მიერ გავრცელებული სიახლე მასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მოულოდნელი იყო.

“ბავშვობასა და მოზარდობაში, ნიუ-იორკში თუ ვინმეს მონკლერის ქურთუკი ეცვა, ის ავტომატურად “cool” იყო.” ამბობს მომღერალი ვოგთან საუბარში, “ძალიან მიყვარს მონკლერი დღემდე, თბილი, კომფორტული, კარგად შეკერილი სამოსი, რომელიც ჩაცმადია, ყოველთვის აქტუალურია.”

ალიშას სცენაზე Moncler x Alicia Keys აცვია

მომღერალმა მონკლერისთვის კოლაბორაციული კაფსულა კოლექცია შექნა, რომელიც სრულად უნისექსია. კოლექციაში ვხვდებით გამბედავ ფერებს, მრავალფეროვან ტექსტურებსა და 90-იანებით შთაგონებულ სილუეტებს. “აბსოლუტურად შეყვარებული ვარ ყველაფერზე, რაც შევქმენით, [ეს სამოსი] ყველას ძალისხმევის გარეშე აუმაღლებს ლუქებს,” ამბობს ალიშა, “ინსპირაცია ნიუ-იორკია, ქალაქის ენერგია, რომელშიც გავიზარდე, სადაც არ უნდა გეშინოდეს, ხმამაღლა განაცხადო და არ გეშინოდეს იმის, თუ ვინ ხარ.”

ქურთუკები, ჟილეტები, სპორტული ფეხსაცმელი და სხვა უკვე ხელმისაწვდომია მონკლერის ოფიციალურ საიტზე.