კანის კინოფესტივალზე ინდუსტრიის ლეგენდების გარდა ხშირად მოდელებსაც ვხედავთ; ბრენდები და კომპანიები, რომლებიც ფესტივალს პარტნიორობას უწევენ, თავიანთ სახეებსა თუ ამბასადორებს ღონისძიებებზე საუკეთესო ლუქებით წარადგენენ. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა თემატიკის ღონისძიება ტარდება, რომლებზეც სხვადასხვა დრესკოდი მოქმედებს, თუმცა წითელ ხალიჩაზე მკაცრი “Black Tie” დრესკოდია, რომლის მიხედვითაც ქალბატონებს საღამოს კაბები უნდა ეცვათ, შესაბამისად, აქ ესპერიმენტულ, ნიშურ ან კონცეპტუალურ მოდას არ უნდა ველოდოთ.

წლევანდელ გახსნის ცერემონიას რამდენიმე საერთაშორისო მოდელი დაესწრო, მათ შორის ლეგენდარული სახეები ჰელენა კრისტენსენი, ჰეიდი კლუმი და ნაომი კემპბელი, მან Chanel-ის 1997 გაზაფხული/ზაფხულის ოტ-კუტიურ კაბა მოირგო, რომელიც პოდიუმზე თავად წარადგინა თითქმის 28 წლის წინ. იხილეთ ფოტოები: