რამდენიმე დღის წინ, რეპერი Cardi B სოციალური მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოხვდა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო ფრაგმენტი ლას ვეგასში გამართული კონცერტიდან. მუსიკალური შოუს მსვლელობისას, აუდიტორიაში მყოფმა პირმა სცენაზე მდგომ Cardi B-ის სასმელი შეასხა, რამაც რეპერი გააბრაზა და საპასუხოდ მსმენელს მიკროფონი ესროლა.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ სწორედ ეს მიკროფონი საქველმოქმედო აუქციონის ფარგლებში, eBay-ის პლატფორმაზე იყიდება. 3 აგვისტოს მონაცემებით მიკროფონის ფასი 90 ათასი დოლარი იყო.
მიკროფონი ლას ვეგასში დაფუძნებული ერთ-ერთი საპროდუქციო კომპანიის, The Wave-ის საკუთრებაა. აუქციონის შედეგად მიღებული თანხა გადაეცემა ორგანიზაციას, რომელიც სპეციალური საჭიროებების ბავშვების დახმარებაზეა ფოკუსირებული.
ნახეთ ვიდეო, რომელშიც Cardi B-ის კონცერტზე მომხდარი ინციდენტია ასახული: