უდაბნო, თავგადასავლები, მოგზაურობა ეტროსთვის უცხო თემები ნამდვილად არ არის. მაშინ, რა ხდის ეტროს ახალ კოლექციას წინა ჩვენებებისგან განსხვავებულს? წარსულის “დრეს კოდებისა” და Lucasfilm-თან თანამშრომლობით შექმნილი “ვარსკვლავური ომებით” შთაგონებული სამოსის მიქსი ამ კითხვაზე სწორი პასუხია.
“იოდა (“ვარკსვლავური ომების” პერსონაჟი) ბავშოვბიდან ყოველთვის ჩემი მასწავლებელი იყო. ამიტომ მინდოდა, რაიმე გამეცა – ჰარმონია” – კინ ეტრო
ეტროს ჩვენება 30-იანი წლების ძველ, მიტოვებულ პარკინგზე გაიმართა. პოდიუმზე კონტინენტების გამოსახულების მანდალა იყო დახატული, რაც პირდაპირი მინიშნება იყო ჩვენების თემატიკაზე – მრავალკულტურალიზმზე. კოლექციაში ფორმაურ სამოსთან ერთად ინდიელი ტომებისთვის დამახასიათებელი სამოსის, პონჩოს, სხვადასხვა ვარიაციებიც ვიხილეთ. ჟაკარდის ბომბერები სხვადასხვა პრინტებითა და “Star Wars”-ის ზედები კოლექციას ახალგაზრდულ და თანამედროვე იერს სძენდა.
ერთი კვირაც არ გასულა, რაც კაროლინა ერერას შემოქმედებითი ხელმძღვანელი, უეს გორდონი მექსიკელებმა კულტურულ მისაკუთრებაში დაადანაშაულეს, რაც თავისთავად შესაძლებელს ხდის იგივე ეტროს შემთხვევაშიც განმეორდეს. რას ფიქრობს კინ ეტრო კულტურული მისაკუთრების ბრალდებებზე?
“რთულია, მაგრამ უნდა გამოვნახოთ გზა თავისუფლებისთვის, რომელიც ორმხრივ პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული” – კინ ეტრო
მამაკაცისა და ქალის კოლექციების გაერთიანებული ჩვენება წარადგინა DSquared-ის ტყუპებმა, დინმა და დენმა. კოლექცია დატვირთულია აზიის რეფერენსებით, რაც ბრიუს ლისა და ჩინური მხატვობის მოტივების პრინტებით გამოიხატა. ტყუპები ჩვენების ფინალში თეთრ ზედაზე დაპრინტული ბრიუს ლის ზედით გამოჩნდნენ.
“იგი დასავლეთსა და აღმოსავლეთს ერთმანეთთან აკავშირებდა, 70-იან და 80-იან 80-იან წლებში ნამდვილი პოპ კულტურის აიქონი იყო” – დინი და დენ კატენები ბრიუს ლიზე
კითხვაზე, რატომ არის კოლექცია ჩინური რეფერენსებით დატვირთული, ტყუპებმა შემდეგი პასუხი გასცეს: “სექსუალურია! და რაღაც მდიდრულია მასში”, რაშიც ნამდვილად არ ცდებიან. ჩინეთი დღეს ფუფუნების საგნების ყველაზე დიდი ბაზარია. ჩინეთის ბაზარი კომპანიებისთვის შეოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, რადგან ფუფუნების საგნების მყიდველთა მესამედი სწორედ ჩინელები არიან. კოლექციით ნათელია, რომ ბრენდი ჩინელ მომხამრებელზე ცდილობს გასვლას.
ბრიუს ლის გავლენა კოლექციაში, მხოლოდ მისი გამოსახულების პრინტებით არ შემოფარგლულა. ბრიუს ლი საბრძოლო ხელოვნების ყველაზე გავლენიანი არტისტია, კოლექციაც საბრძოლო ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სამოსით იყო შთაგონებული.
ჩემთვის კოლექციის მთავარი პრობლემა ქალების ლუქებს ეხება, რომელიც “მძიმე” და გადატვირთული სთაილინგით გამოირჩევა. მამაკაცის სამოსი DSquared-ის ძლიერ მხარედ ნამდვილად უნდა მივიჩნიოთ.