კომპანია Meta-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი ჩეთბოტი წარადგინა, რომელიც განსაკუთრებული მახასიათებლით გამოირჩევა.  ხელოვნური ინტელექტი აუდიტორიასთან საკომუნიკაციო პლატფორმად სოციალურ მედიას იყენებს და მას კენდალ ჯენერის ვიზუალი აქვს. Meta-მ ჩეთბოტს სახელიც დაარქვა და მას Billie უწოდა.

ჰიპერრეალისტური კენდალ ჯენერი Meta-ს ახალი პროგრამის ნაწილია, რომელიც კომპანიისა და მომხმარებლების ინტერაქციის გაუმჯობესებაზეა ფოკუსირებული. როგორც თავად ჩეთბოტი გვეუბნება, ის მზად არის ნებისმიერ თემაზე გვესაუბროს.