დღეს მოდაში მდგრადობა და ჭარბწარმოება ყველაზე აქტუალური საკითხებია. გავლენიანი ბრენდების დიდმა ნაწილმა ამ პრობლემებთან გამკლავება დაიწყო. საქართველოდან ამ საუბარში თამუნა ინგოროყვაც ჩაერთო.

„ეფექტური ნაწილებისგან შემდგარი კოლექცია კონცენტრირდება მდგრადი მოდის კონცეფციაზე და ჭარბწარმოების წინააღმდეგ არსებული შინაგანი პროტესტის გამომხატველ გზებზე,“ – აღნიშნული იყო ჩვენების ჩანაწერებში.

Ingorokva Spring 2020 © Vogue Paris

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე წარმოდგენილი ინგოროყვას კოლექციის მთავარი ღირსება მისი ექსკლუზიურობაა, რაც კოლექციის თითოეული დეტალის უნიკალურობაში მდგომარეობს.

ჯინსის პრაქტიკულობის ჩვენებით, გესკიერისეული ფორმების წარმოჩენით, მასკულინური ნაწილების შემოთავაზებით თუ ტყავის ძლიერი ლუქების ჩართვით შოუზე ინდივიდუალიზმის უპირატესობა ნათლად გამოიკვეთა.

Ingorokva Spring 2020 © Vogue Paris

„ბრენდის ხმა ესმის ქალს, რომელიც თანამედროვე, დინამიური და ინტელიგენტია, რომელსაც თავისი ღირებულებების სწამს და ირჩევს ბრენდს, რომელიც მათ მასთან ერთად იზიარებს, რაოდენობას ხარისხს ამჯობინებს და სტილის სინთეზირებას თავის მყარ ეთიკურ და პრინციპულ შეხედულებებთან ახდენს.“

Ingorokva Spring 2020 © Vogue Paris

იდენტობის ხაზგასმა ბრენდის დიზაინ ფილოსოფიის შემადგენელი ნაწილია, რასაც ის მაღალი ხარისხით და მკაცრი სტილით ახერხებს.