Ingorokva-ს მთავარი მახასიათებელი მინიმალიზმია. ბრენდში უმთავრესად, სწორედ ამ მიმართულებით იქმნება ძლიერი, ფემინური სილუეტები, საგულდაგულოდ შესრულებული თითოეული დეტალი კი ნამუშევრებს განსაკუთრებულს და მიმზიდველს ხდის.
თამუნა ინგოროყვა უკვე ორი ათწლეულია ქართულ მოდაში აქტიურად გვევლინება. მან ამ სფეროში თავის გუნდთან ერთად შეძლო ეპოვა ხმა, რომელიც თანამედროვე, ინტელიგენტი, თავდაჯერებული პიროვნებების მისამართით გაისმებოდა. ამ სეზონზე ინგოროყვა მორიგ განაცხადს აკეთებს და ის როგორც ნოსტალგია, ისე ჟღერს.








Ingorokva შემოდგომა/ზამთარი 2021
© Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi
ინგოროყვას 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ეძღვნება ცხოვრებას, რომელიც ყველას ასე გვენატრება – პერიოდს, როცა მეტი თავისუფლება გვქონდა და საშუალებას გვაძლევს ცოტა ხნით თავი დავაღწიოთ ჩვენს ახალ ნორმალურ ყოფას, რომლის დასრულებასაც სულმოთქმენლად ველით.
ამ სეზონზე თამუნამ ინსპირაცია ქალაქის ქუჩებში აღმოაჩინა, შედეგად კი მის ახალ კოლექციაში სტრიტ-არტის რეფერენსებს ვხვდებით. დღისა და საღამოსთვის განკუთვნილი ლუქებით, რომლებიც წითელ, შავ, ბეჟ და თეთრ ფერებში გვხვდება, ასევე შემკობილია მაქმანებითა და კრისტალებით, ბრენდი კიდევ ერთხელ გვამცნობს, რომ “ინგოროყვას შემოქმედება თანამედროვე კულტურითა და ყოველდღიურ ცხოვრებაში დაფარული ესთეტიკით არის შთაგონებული.”








Ingorokva შემოდგომა/ზამთარი 2021
© Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi