ჩვენი იმიჯი ის უპირველესი დეტალია, რომლითაც გარშემომყოფებს საკუთარ თავს ვაცნობთ. სწორედ ინდივიდის სტილის მიხედვით გვექმნება წარმოდგენა მის გემოვნებაზე, ინტერესებზე და ხშირად – ხასიათზეც კი. ტანისამოსი, რომელიც გვაცვია, ჩვენი ცხოვრების სტილის ანარეკლია, ამიტომ ის ჩვენზე შექმნილ პირველ
შთაბეჭდილებებს განაპირობებს. ტანსაცმლის ასეთმა ძალამ სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული კონტექსტი შეიძინა და სხვადასხვა ფორმითაც გამოვლინდა. თანამედროვე ეპოქაში კი, ჩვენი იდენტობის განაცხადად იქცა.
დღეს გამორჩეული კონცეფციის ბრენდზე გვინდა გიამბოთ, რომელმაც შეძლო, რომ მომხმარებლის ნდობა მოეპოვებინა და შეექმნა კოლექცია თვითგამოხატვისათვის – ამ სტატიაში Matters-ის შესახებ გიყვებით.
Matters-ის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა ქართული წარმოების პროდუქცია მეტად იშვიათი იყო. საბოლოოდ, იდეის ავტორებმა გადაწყვიტეს, ქმედითი ნაბიჯი გადაედგათ და 2018 წელს, ასე დაიწყო ბრენდის ისტორია. Matters-ის უკან პატარა, მაგრამ მოტივირებული და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანები დგანან. თავდაპირველად, ბრენდი მხოლოდ ორი თანადამფუძნებლისგან შედგებოდა და სწორედ ისინი ითავსებდნენ ყველა საჭირო საქმეს. დროსთან ერთად, Matters-ის ცნობადობა, მასშტაბები და მიზნებიც გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა გუნდიც.
„გუნდის თითოეულ წევრს საერთო ღირებულებები და ფასეულობები გვაერთიანებს და ვცდილობთ, ეს ყველაფერი მაქსიმალურად გადავიტანოთ ბრენდში. ეს გულისხმობს არამარტო პროდუქტის ხასიათს, არამედ ბრენდის დამოკიდებულებას საკუთარი მომხმარებლებისადმი. კომუნიკაციის პროცესში, მუდამ ვცდილობთ ვაგრძნობინოთ, რომ თითოეული მათგანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მადლიერები ვართ, რომ ირჩევენ ქართულს და ირჩევენ Matters-ს“ – ამბობენ ბრენდის დამფუძნებლები.
როგორც Matters-ის გუნდი აღნიშნავს ეს არ არის ბრენდი, რომელიც მხოლოდ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელსც – Matters-ის, როგორც ბრენდის იდენტობა სწორედ იმ ღირებულებებთან არის დაკავშირებული, რაც მის მთავარ იდეად და კონცეფციად იქცა.
„Matters ცდილობს, ადამიანებს მისცეს საშუალება, ახალი აღმოჩენები გააკეთონ საკუთარ თავში, იყვნენ მეტად გაბედულები და ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების. ამის მისაღწევად, მაქსიმალური სიფრთხილით ვარჩევთ მოდელებს, რომლებსაც ჩვენს აუდიტორიას შევთავაზებთ და სრულად ფოკუსირებული ვართ თარგებზე, რის მიხედვითაც საბოლოოდ ჩანაფიქრი მოდის სისრულეში. თითოეული მათგანი განსაკუთრებული სიფრთხილით იქმნება და მუშავდება, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ ტანისამოსის ტარების განსხვავებული გამოცდილება. უფრო კონკრეტულად, ვცდილობთ შევქმნათ ტრენდული, კომფორტული ტანისამოსი, რომლის მორგება მრავალრიცხოვანი მომხმარებლისთვის იქნება მარტივი. გვსურს, რომ Matters-ის დახმარებით, ჩვენმა მომხმარებლებმა შეძლონ ხაზი გაუსვან საკუთარი გარეგნობის, თუ პიროვნების ძლიერ მხარეებს, იგრძნონ თავდაჯერებულობა და გამოიყურებოდნენ ტრენდულად.” – ამბობენ ბრენდის წარმომადგენლები ჩვენთაბ საუბრისას.
Matters-ის დიზაინი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ამავდროულად, თითოეულ მოდელს ბრენდის გამოკვეთილი ხელწერა ეტყობა და ერთიან განსაზღვრულ კონცეფციაში ჯდება. ტრენდების ზომიერი გათვალისწინებით შერჩეული ტონალობები, თანამედროვე და პრაქტიკული დიზაინი, მოდელთან შესაბამისი სილუეტები – Matters-ის მრავალფეროვან კოლექციაში სასურველ მოდელს თითქმის ყველა გემოვნების ადამიანი აღმოაჩენს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრენდს კარგად აქვს დაცული ბალანსი სხვადასხვა სიტუაციისათვის შესაბამისი მოდელების შექმნაში – მნიშვნელობა არ აქვს რა პრიორიტეტების მიხედვით ცდილობთ გარდერობის განახლებას, ბრენდის კოლექცია ყველა გარემოებისათვის გათვალისწინებულ სამოსს გვთავაზობს. ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ხარისხი, რომელიც, Matters-ის დამფუძნებლების თქმით, მათი უპირველესი ამოსავალი წერტილია.
„ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივ ბაზარზე შევქმნათ ძლიერი ბრენდი, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზებს თვითგამოხატვისთვის საჭირო ხარისხიან, კომფორტულ და ხელმისაწვდომ საშუალებას. Matters ცდილობს, საკუთარ მომხმარებლებს მისცეს საშუალება, ახალი აღმოჩენები გააკეთონ საკუთარ თავში, იყვნენ
მეტად გაბედულები და ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების“.
მოდის ინდუსტრია, როგორც სფერო საკმაოდ კომპლექსურია, რამდენადაც ის შემოქმედებით საქმიანობას ბიზნესთან აერთიანებს. შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესოა ხედვა, რომლითაც Matters-ის დამფუძნებლები ქართულ ბაზარს და კონკრეტულად საკუთარი ბრენდის ბიზნეს მოდელს აფასებენ.
„ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ადგილობრივი ნაწარმის ყიდვის კულტურა საგრძნობლად განვითარდა, რაშიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი როლი პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმაც ითამაშა. ქართველი მომხმარებლების დიდ ნაწილს ამ პერიოდში ნაკლებად ჰქონდა წვდომა მასიური წარმოების საერთაშორისო ბრენდების ნაწარმზე და შესაბამისად, გარემოებამ უბიძგა, ქართული წარმოების პროდუქცია გამოეცადათ. როგორც ჩანს, ქართულმა კომპანიებმა მეტ-ნაკლებად შეძლეს მომხმარებლების მოლოდინების გამართლება. ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციის ზრდამ გამოიწვია პროდუქტის დახვეწაც. გაზრდილი ინტერესის ფონზე კი ჩვენ – მწარმოებლებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომხმარებლების იმედები გავამართლოთ.”
ბრენდის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, იცნობდეს თავის მომხმარებელს და მის საჭიროებებსა, თუ სურვილებზე მორგებულ პროდუქტს სთავაზობდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტორიასთან დაახლოების პროცესი სოციალური მედიის განვითარებამ საკმაოდ გაამარტივა. სრულფასოვანი კომუნიკაციისათვის, Matters მაქსიმალური მოცულობით ითვისებს ინტერნეტ სივრცის პლატფორმებს და მომხმარებელთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად აქტიურად იყენებს მათ.
ამჯერად, Matters-მა ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც განსხვავებულ დიზაინთან ერთად, სადღესასწაულო განწყობისა და ხასიათის მატარებელიც არის. კოლექციისთვის შეირჩა სპეციალური სახელიც Matters Singularity, რაც ბრენდის ღირებულებებს და კონკრეტულად ამ კოლექციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. დამფუძნებლები სპეციალური კოლექციის შესახებ ამბობენ, რომ ამჯერად ჩვეულისაგან განსხვავებული
სტილის მოდელები შექმნეს, რისთვისაც პრემიუმ ხარისხის მასალები გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ კოლექციის თითოეული მოდელი ხელნაკეთია, რაც გულისხმობს, რომ შექმნის პროცესში ერთ ერთეულზე კონკრეტული ერთი სპეციალისტი მუშაობს და ძირითადი სამუშაო სრულდება ხელით.
„Matters Singularity ეს არის ბრენდის გზავნილი, რომელიც გულისხმობს, რომ თითოეული ადამიანი არის დამოუკიდებელი, სრულფასოვანი სამყარო და ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის გვჭირდება, რეალურად ჩვენშია. საჭიროა, მხოლოდ ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების. საბოლოოდ ჩვენთან ერთად მომხმარებლებმა უნდა იგრძნონ, რომ თითოეული მათგანი უნიკალური და ჩაუნაცვლებელია.“
Matters ამჟამად მხოლოდ ონლაინ სივრცეშია წარმოდგენილი. მოდელების დასათვალიერებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ბრენდის ოფიციალურ ვებ გვერდს – www.matters.ge. ასევე Facebook-სა და Instagram-ს. Matters-ის კოლექცია წარმოდგენილია ქართული ონლაინ მოლის – Shopshop.ge-ის პლატფორმაზეც.