15 თებერვალს ჰოლანდიურმა Vogue-მა მარტის ნომერი წარადგინა, რომლის ყდაზეც მატილდა გვარლიანია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა Vogue-ის გარეკანზე ქართველი მოდელი მოხვდა. ნომრის ე.წ. Cover Story-ში მატილდა თავის ნიუ იორკულ გამოცდილებაზე ჰყვება – მკითხველს უზიარებს საყვარელ ადგილებს, რომლებსაც ის ქალაქში ყოფნისას სტუმრობს. შეიძლება ითქვას, რომ ჰოლანდიურმა Vogue-ის გამოცემა ერთგვარად ნიუ იორკის გზამკვლევია.
აღსანიშნავია რომ მატილდა გვარლიანს ყდაზე Calvin Klein აცვია – ბრენდი, რომლის კამპანიებშიც მოდელი არაერთხელ ვიხილეთ. ყდის გამოქვეყნების შემდეგ, ინტერნეტში სრული ფოტოსესიაც გავრცელდა. ფოტოები ჰოლანდიასა და პარიზში მოღვაწე ფოტოგრაფმა, ჯორინ კორსმა გადაიღო.
იხილეთ Vogue Netherlands-ის მარტის ნომრის ფოტოსესია მატილდა გვარლიანის მონაწილეობით: