2025 წლის ვენეციის კინოფესტივალი 27 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა. მომდევნო 11 დღის განმავლობაში იტალიის ისტორიული ტურისტული ქალაქი კინოინდუსტრიის ცენტრად იქცევა. ტრადიციისამებრ, ფესტივალის წარმდგენი წელსაც Mastercard არის.
გარდა კინოპრემიერებისა, პრესკონფერენციებისა და დაჯილდოების ცერემონიებისა, ვენეციის კინოფესტივალი წითელი ხალიჩის სანახაობრივი მომენტებითაც განსაკუთრებულია და მისი მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება.
1932 წელს დაარსების შემდეგ, ვენეციის კინოფესტივალს მუდმივად სტუმრობენ ჰოლივუდის უდიდესი ვარსკვლავები, რომლებიც მოდის წამყვანი სახლების ოტ კუტიურ კოსტიუმებში გამოწყობილები ფოტოგრაფების წინაშე პოზირებენ. აღსანიშნავია, რომ კანის კინოფესტივალის შედარებით მკაცრი დრეს-კოდისგან განსხვავებით, ვენეციის წითელი ხალიჩა უფრო თავისუფალი და ნაკლებად შეზღუდულია.
სანამ 2025 წლის ვენეციის კინოფესტივალის საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს მოდის ჟურნალების არქივში, თვალი გადავავლოთ ფესტივალის წითელი ხალიჩის ისტორიიდან რამდენიმე გამორჩეულ კოსტიუმს.
ლედი გაგა. 2018 წელი.

ქეით ბლანშეტი. 2018 წელი.

ანჯელინა ჯოლი. 2024 წელი.

ამალ კლუნი და ჯორჯ კლუნი. 2024 წელი.

ზენდეია. 2021 წელი.

ანია ტეილორ-ჯოი. 2021 წელი.

ჯენიფერ ლოურენსი. 2017 წელი.

ტილდა სუინტონი. 2020 წელი.

ბიანკა ბალტი. 2021 წელი.

ბელა ჰადიდი. 2021 წელი.
