Mastercard უკვე წლებია, რაც მომხმარებლებს მხოლოდ გადახდის სერვისს არ სთავაზობს – ის ქმნის შეუფასებელ გამოცდილებებს, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების სტილს და მომხმარებლის საჭიროებებს ერგება. სპეციალური შეთავაზებებისა და ფასდაკლებების საშუალებით, Mastercard ხელს უწყობს ფრილანსერებს, სტარტაპერებსა და დამოუკიდებელ პროფესიონალებს, რომ ყოველდღიური საქმიანობა კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და შედეგიანად წარმართონ.
თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებად ონლაინ აპლიკაციები და ციფრული სერვისები იქცა. სწორედ ამ კატეგორიაში დაგხვდებათ Mastercard-ის ბიზნეს შეთავაზებები, რომლებიც ვრცელდება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშოროსო მასშტაბით. შეთავაზება მოიცავს ფასდაკლებებს მრავალფეროვან სერვისებზე, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია.
შეთავაზებების ჩამონათვალი მოიცავს: მსოფლიო მასშტაბით არსებულ სამუშაო სივრცეებს, ონლაინ აპლიკაციებს, კონსულტაციის პლატფორმებს და ციფრულ ხელსაწყოებს, რომლებიც პროფესიულ ყოველდღიურობაში გეხმარებათ, ასევე Meta-სა და Google-ის სერვისებზე სპეციალურ პირობებს.

Mastercard-ის პარტნიორი პლატფორმები გლობალურად ცნობილია, მათ შორის არის iStock by Getty Images – ვიზუალური მასალის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკა. ციფრულ მარკეტინგსა და მედიაში დასაქმებულმა პროფესიონალებმა შესაბამისი ვიზუალური მასალის მოძიების თანმდევი სირთულეები კარგად იციან. ამ კონტექსტში iStock-ს თითქმის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია – პლატფორმაზე მილიონობით ვიზუალური მასალაა განთავსებული. Mastercard-ის მომხმარებლები iStock by Getty Images-ის პაკეტებზე 20%-იან ფასდაკლებას იღებენ.

პოპულარულ შეთავაზებებს შორის გამორჩეულია Shopify – პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დამოუკიდებლად შექმნათ და მართოთ ონლაინ მაღაზია, ტექნიკური ცოდნის გარეშეც კი. Shopify-მ არაერთ ბრენდს, დიზაინერსა და მცირე ბიზნესს მისცა საშუალება, მინიმალური რესურსებით დაეწყო ონლაინ გაყიდვები. მისი ფუნქციონალი მოიცავს: მზა შაბლონებსა და დიზაინს, რომელიც მარტივად ერგება ნებისმიერ ბრენდს; ჩაშენებულ გადახდის სისტემებს, მათ შორის PayPal-ს; მობილურ მხარდაჭერას – რაც მაღაზიის დისტანციურად მართვას ამარტივებს; მრავალენოვან და მრავალვალუტიან ინტეგრაციას – რაც საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ საერთაშორისო ბაზარზე.

Mastercard-ის ბიზნეს ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომია ფასდაკლებები სამოგზაურო სერვისებზე, რაც დიდ კომფორტს ქნის. Mastercard-ის ბიზნეს ბარათით შეუძლიათ ფასდაკლება მიიღოთ აეროპორტში დახვედრისა და დახმარების სერვისებზე – Global Airport Concierge-ზე. ასევე სამოგზაურო კატეგორიაში შეხვდებით ფასდაკლებას SIXT-ის სერვისზე, რომლითაც შეძლებთ მანქანების დაქირავებას მსოფლიო მასშტაბით.

განსაკუთრებით საინტერესო შეთავაზებებს აღმოაჩენთ ფრილანსერები და დისტანციური სამუშაო ფორმატით დასაქმებული ადამიანები, რომლებიც მოგზაურობასა და სამსახურს ერთმანეთს უთავსებთ. Mastercard-ის ბიზნეს შეთავაზებების ჩამონათვალში შეხვდებით ფასდაკლებებსა და სპეციალურ პირობებს საერთო სამუშაო სივრცეებზე, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში მდებარეობს.
Mastercard-ის ბიზნეს შეთავაზებების სრულად სანახავად ეწვიე ბმულს.