კორონავირუსის მზარდი შემთხვევების, პოლიტიკური დაძაბულობის და იმ ქაოსის ფონზე, რაც არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ხდება, მოდის ინდუსტრია, როგორც ყველა სფერო, გამოწვევების წინაშე დგას. ივნისსა და ივლისში, საერთაშორისო მოდის კვირეულები სრულად ციფრულ ფორმატში ჩატარდა. არსებობდა მოლოდინი, რომ სექტემბერში და ოქტომბერში დაგეგმილი ჩვენებები ფიზიკურად გაიმართებოდა, თუმცა, პანდემია კვლავ მძვინვარებს, რაც შეუძლებელს ხდის მასშტაბური ღონისძიებების გამართვას.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქართულ რეალობაში მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების, MBFW Tbilisi-ის (თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული) ჩატარება ერთხელ უკვე გადაიდო. მაისში, ქართველ დიზაინერებს, 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები უნდა წარედგინათ, თუმცა პანდემიის პირველი ტალღა მსოფლიოს თავს იმდენად მოულოდნელად დაატყდა, რომ ალტერნატიული გზების გასააზრებლად საკმარისი დრო არ არსებობდა.

6 თვის შემდეგ, თანამედროვე ქართული მოდის ინდუსტრია, თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე რთულ პერიოდს მომზადებული ხვდება. Mastercardის მხარდაჭერით, MBFW Tbilisi-ის ორგანიზატორები 2021 წლის გაზაფხული / ზაფხულის მოდის კვირეულს ციფრულ ფორმატში გვთავაზობენ. 

აღსანიშნავია, რომ Mastercard, უკვე ორი წელია, საქართველოში ყველაზე წარმატებული მოდის ღონისძიების – MBFW Tbilisi–ს გენერალური პარტნიორი და წარმომადგენელია. ქართული მოდისთვის გამოწვევებით დატვირთულ დროს, გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველ დიზაინერებს და ადგილობრივ ბაზარზე მოდის ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას, MBFW Tbilisi -ს. ამ პარტნიორობის  მიზანია, ქართული მოდის ინდუსტრიისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი გარემოს შექმნა, რათა გასულ წლებში მიღწეული დიდი წარმატება არ დაიკარგოს და პირიქით – შექმნილი რთული ვითარების ფონზეც, ქართველმა დიზაინერებმა კვლავ განაგრძონ განვითარება.

“Mastercard აქტიურად არის ჩართული ქვეყნის სოციალურ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში და ქმნის შეუფასებელ მომენტებს ბიზნეს პარტნიორებთან და ბანკებთან ერთად. Mercedes-Benz Fashion Week-ის პარტნიორობა გლობალური პანდემიის პირობებში, მეტად მნიშვნელოვანია. გარდა იმ მხარდაჭერისა, რასაც დიზაინერებსა და მოდის კვირეულს ვუცხადებთ, ვცდილობთ ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოველდღიური ცხოვრება მეტად საინტერესო და ემოციური გავხადოთ და უამრავი შეუფასებელი წუთით გავამრავალფეროვნოთ.“ – აღნიშნავს იგორ სტეპანოვი, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში.

მიუხედვად იმისა, რომ მოდის კვირეულები  მასშტაბურ ფიზიკურ ღონისძიებებთან ასოცირდება, ციფრულმა ფორმატმა ამ ინდუსტრიაში მოღვაწე პროფესიონალებს ახალი შესაძლებლობებიც დაანახა. ალტერნატიული გამოსავლის ძიებამ მრავალი კრეატიული იდეა გააჩინა. სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია ქართველი დიზაინერების დღიურები, ინტერვიუები, შთამბეჭდავი მულტიმედიური კონტენტი, კულისების კადრები და სხვა საინტერესო მასალა, რომლის ხილვა როგორც ქართველ, აგრეთვე საერთაშორისო აუდიტორიასაც შეუძლია.  ამ მასალამ თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ერთგვარი ციფრული არქივი შექმნა, რომელიც განთავსდა სპეციალურად თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ახალი ფორმატისთვის შექმნილ საიტზე –  mbfwtbilisi.online.

AKÀ PRODIÀSHVILI

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში მოდის კვირეული ციფრულ ფორმატში ტარდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ მოდის ინდუსტრიაში პრეცედენტული მომენტის მომსწრე ვართ, რომლის მნიშვნელობასაც, მომავალში, ძალიან ხშირად გავიხსენებთ. 

აქვე უნდა ითქვას, რომ Mastercard გლობალურად არის ჩართული მოდის სფეროს განვითარებაში. ჩვენ შეგვიძლია არა ერთი მაგალითი დავასახელოთ: Mastercard -ის მსოფლიო მოდის კვირეული ტორონტოში, In-Fashion: სავაჭრო ფესტივალი ჩიკაგოში, Mastercard Luxury Week Hong Kong, აუდის მოდის ფესტივალი სინგაპურში, Stylicity კანადაში და მრავალი სხვა პროექტი.

MBFW Tbilisi ციფრულ ფომატში, 19 ნოემბერს დაიწყო და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. ჯამში, მოდის კვირეულში 20 დიზაინერი მონაწილეობს, მათ შორის ყველასთვის კარგად ნაცნობი სახეები: ანუკი არეშიძე, გიორგი ქებურია, ავთანდილ ცქვიტინიძე, დათუნა სულიკაშვილი და სხვები.