ბერძენმა დიზაინერმა და იტალიური აქსესუარების ბრენდმა BVLGARI-მ, კოლაბორაციის ფარგლებში, ჩანთების ახალი კოლექცია წარმოადგინეს. ბულგარის საავტორო გველის ფორმის საკეტები დიზაინერმა მისთვის ჩვეული კალეიდოსკოპური პრინტით გააფორმა.

კამპანიის სახე რუსი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვაა, ფოტოგრაფი კი უგო კომტე გახლავთ. The Serpenti-ს ჩანთებზე მუშაობა პანდემიის დროს დაიწყო, კარანტინის რეჟიმში სრულად დისტანციურად. ბულგარის რომში მდებარე სათაო ოფისიდან კატრანტზოუს დროებით რეზიდენციაში, რომელიც ათენში მდებარეობს. “მომენტალური კავშირი ვიგრძენით,” ამბობს მერი ბულგარისთან თანამშრომლობაზე, “ერთმანეთს ძალიან ვაფასებთ და ეს ჩვენს სამსახურზეც აისახა.”

Courtesy of Bulgari

მერის სიყვარული გაფორმებისა და სამკაულების მიმართ თავიდანვე ნათელი იყო. 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ამის ნათელი დასტურია. “მანამ, სანამ Serpenti-ზე მუშაობას დავიწყებდი, უნდა გამეგო, თუ რას ნიშნავს ის ჩემთვის. ის ბერძნულ და რომაულ მითოლოგიიდან იღებს სათავეს და ტრანსფორმაციის უდიდესი სიმბოლოა. ევოლუციის, გარდაქმნისა და ზრდის იდეები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა. სწორედ ამ აზრებით დავიწყე კოლექციაზე მუშაობა.” ამბობს დიზაინერი.