Maison Margiela ის ბრენდია, რომლის კოლექციებში ხშირად ვხვდებით ისტორიულ რეფერენსებს, რომლებიც თანამედროვე მოდის ინდუსტრიასთან ორიგინალურ და ამავდროულად ავთენტურ სინთეზს ქმნის. ახლახან, მოდის სახლმა გამჭვირვალე ქსოვილისგან დამზადებული სახის ნიღაბი გამოუშვა, რომელიც გასული საუკუნის ფერწერულ ტილოებზე ნანახ სურათს გაგვახსენებს.
Maison Margiela-მ სახის ნიღბების სამი სხვადასხვა ვარიაცია წარადგინა. მათი ფასი 210, 250 და 510 დოლარია.
მოდელის შეძენა ბრენდის ოფიციალურ საიტზე უკვე შესაძლებელია.