Zara მასმარკეტის უპირობო ლიდერია, რომლის კონკურენტიც, ჯერ-ჯერობით ჰორიზონტზე არ ჩანს. ზარას გუნდი მოდის ცვალებად ტრენდებს ყურადღებით აკვირდება და მომხმარებლებს ზუსტად იმას სთავაზობს, რაც მათ სურთ. ტრენდული, თუმცა მარადიული, განსხვავებული, თუმცა საბაზისო, სადა, თუმცა გამორჩეული დიზაინის სამოსი, რომელსაც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად იცვამს. თუმცა ეს ზარას წარმატების მთავარი ფორმულა როდია, ბრენდი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე და არ უფთხის ახალი გამოწვევების გამოცდას. 

Zara -ს სარეკლამო კამპანია სტივენ მეისელის ობიექტივში:

მიუხედავად იმისა, რომ მასმარკეტის ბაზარზე ზარა ხარისხით ყოველთვის გამოირჩეოდა, ბოლო დროს შეიმჩნევა კიდევ უფრო საინტერესო ტენდენციაც – ბრენდის ზოგად იერსახეში მაღალი მოდის ელემენტები საგრძნობლად გაიზარდა. 

ZARA-ს სარეკლამო ფოტოებს უკვე რამდენიმე სეზონია ლეგენდარული სტივენ მეისელი იღებს, რომელიც როგორც ყველა ნამდვილი ფეშენისტასთვის ცნობილია, ავტორობას უწევს ვოგის ყდებსა და ლაქშერი ბრენდების კამპანიებს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ვიზაჟისტებზე, სტილისტებსა და მოდელებზე – ზარას იმიჯს ქმნიან მაღალ მოდაში აღიარებული სახეები.  როგორც უკვე ითქვა, ეს ტენდენცია შესამჩნევია უშუალოდ კოლექციებშიც. 

Zara-ს სარეკლამო კამპანია სტივენ მეისელის ობიექტივში:

აღნიშნული კოლექციების შთაგონება ბრენდის მომხმარებელია, რომელსაც სურს მიიღოს მაღალი ხარისხი. ლუქს მოდის სეგმენტის მსგავსად, ზარა ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ქსოვილებზე, პროფესიონალების მიერ შესრულებულ ჭრებსა და სასურველ, პოპულარულ დიზაინზე. ამასთან, ბრენდში ხშირად გვხვდება სხვადასხვა ხაზები, რომლებიც, შესაძლოა მაღალი მოდის ბრენდების კონკურენტადაც ჩაითვალოს, მაგალითად Zara Atelier, რომლის ფარგლებშიც პირველი კაფსულა კოლექცია 2021 წელს ჩაეშვა და დიდმა გამოცემებმა მას “მაღალი მოდის გამოძახილი” უწოდეს. 6 ქურთუკისგან შემდგარი კოლექციის კამპანია ლეგენდარულმა პაოლო როვერსიმ გადაიღო. 

ლაქშერი სეგმენტისა და ზარას შორის პარალელების გავლება შესაძლოა ქაშმირის სამოსით დავიწყოთ, რომელიც “ჩუმი” ლაქშერის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ქაშმირის ნივთები ძალიან იშვიათია და ყოველთვის  მაღალი ფასით გამოირჩევა, Zara-ში შეგიძლიათ იპოვოთ ქაშმირის ბლუზები სხვადასხვა ფერებსა და დიზაინში, ისევე, როგორც აქსესუარები, მაგალითად ქაშმირის ქუდი. 

ნაქსოვი სამოსის თემაზე შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ზარაში წარმოდგენილ ზედებსა და კაბებს, რომლებიც სრულად ეხმაურება უკვე 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე წარმოდგენილ კოლექციებში შემჩნეულ ტრენდებს. მსგავსი დიზაინის სამოსი შესამჩნევია არა მხოლოდ წამყვანი ბრენდების პოდიუმებზე, არამედ ინსტაგრამის IT გოგონებსა და ქუჩის სტილის ვარსკვლავებზე.

ზარას კოლექციებში წარმოდგენილ პრემიუმ ნივთებს შორის აღსანიშნია პალტოები და ქურთუკები, რომლებიც სხვადასხვა ფერებში, ჭრებსა და მასალაშია შესრულებული. აქცენტი ხარისხიან outwear-ზე ხშირად კეთდება პრემიუმ და ლაქშერი ბრენდების მიერ, რასაც, ისევ და ისევ, იდეალურად ეხმაურება ზარას მიერ უმაღლესი ხარისხის მასალებით შექმნილი საბაზისო თუ ლიმიტირებული ქურთუკების მოდელები. 

საღამოს თუ საყოველდღიურო კაბების არჩევანში, ზარა უკონკურენტოა. გარდა  ხარისხისა, ზარას კაბები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო დიზაინით და გამორჩეული დეტალებით. ამასთან, ხშირია ლიმიტირებული ნივთები, განსხვავებული და ორიგინალური პრინტები, რომლებიც სხვაგან არ გვხვდება. 

ზარაზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ ბლეიზერებისა და პიჯაკების ფართო არჩევანი. რა თქმა უნდა, საბაზისო, სადა ფერისა და დიზაინის ბლეიზერები ზარას ერთ-ერთი მთავარი ხელწერაა, რომელსაც ყველა ჩვენგანი იცნობს და უყვარს. თუმცა ბრენდში ასევე წარმოდგენილია ბლეიზერები უჩვეულო დეტალებით, რომლებიც ისე გამოიყურება, თითქოს ლაქშერი ბრენდის პოდიუმიდანაა. 

ლაქშერი სამყაროს განუყოფელი ნაწილი ხარისხიანი ტყავის “it” ჩანთებია, რომლებსაც მომხმარებლები წლების განმავლობაში ატარებენ. ზარას კოლექციებში იპოვით ნატურალური ტყავისგან დამზადებულ ჩანთებს ნებისმიერი გარემოებისთვის, რომლებიც თანამედროვე მოდის ტრენდების მიხედვითაა შექმნილი. 

შეგახსენებთ, რომ Zara-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის Cenomi Retail Georgia. Ბრენდის მაღაზიები განთავსებულია თბილისში არსებულ სავაჭრო ცენტრებში – მერანი, სითი მოლი, ისთ ფოინთი და თბილისი მოლი. სასურველი მოდელების შეძენა შესაძლებელია ბრენდის ოფიციალურ ვებ გვერდზე – Zara.com