BOF-ის ახალი სტატიიდან ცნობილი ხდება, რომ 2021 წელს, Moda Operandi-ზე ფეხსაცმლის 2 ყველაზე გაყიდვადი ბრენდიდან ერთ-ერთი Mach & Mach-ია.
“მოდა ოპერანდის” ინფორმაციით, გასულ ათწლეულში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფეხსაცმლის ყველაზე გაყიდვადი მოდელი არა სახელგანთქმულმა მოდის სახლებმა, არამედ ნაკლებად ცნობილმა დიზაინერებმა შექმნეს.
Moda Operandi ძვირადღირებული მოდის პრესტიჟული ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა: დოლჩე & გაბანა, ბალმანი, ჟივენში, ბალენსიაგა, ჟაკმუსი, მიუ მიუ, ვერსაჩე, ვალენტინო და ბოთეგა ვენეტა.
როგორც მოდის ბიზნესის წამყვანი გამოცემის სტატიაში ვკითხულობთ, გასულ 12 თვეში, ქართული ბრენდის გაყიდვები 2000 პროცენტით გაიზარდა. კომერციული წარმატების უდიდესი წილი კი, სწორედ ფეხსაცმლის პოპულარული მოდელიდან გამომდინარეობს.
Mach & Mach -ის გლობალურად წარმატებული ფეხსაცმლის ღირებულება 1,200 დოლარია. შეგახსენებთ, რომ Mach & Mach დებმა ნინა და გვანცა მაჭარაშვილებმა 2012 წელს შექმნეს. ბრენდი დაფუძნებულია თბილისში.