Lyst – მა 2019 წლის პირველი მეოთხედის 20 ყველაზე განხილვადი და მოთხოვნადი ბრენდი გამოაქვეყნა. Lyst -ის ინდექსი წლებია სწავლობს საერთაშორისო ბაზარს და მასში არსებულ 12,000 ბრენდს. მაღაზიების, გაყიდვების, გუგლის საძიებო სისტემის, სოციალურ ქსელებში აქტივობის გათვალისწინებით, Lyst წელიწადში სამჯერ გვთავაზობს გასული 3-4 თვის მიმოხილვას. Lyst არ აქვეყნებს ყველაზე ძვირადღირებულ, ან შემოსავლიან ბრენდებს. ყველაზე მდიდარი ბრენდების ათეული,ან სამეული რამდენიმე თვეში არ იცვლება, თუმცა ტრენდები, აქტუალობა და მღელვარება სეზონურად გარდამავალია. სწორედ ამას აკვირდება ლისთის ინდექსი. ბრენდების და პროდუქტების გარშემო არსებულ მღელვარებას აფასებენ და გვთავაზობენ რეიტინგს სახელად- “Fashion’s Hottest Brands”.

2019 წლის პირველი ოცეული ასე გამოიყურება: Off-White, Gucci, Balenciaga, Valentino, Fendi, Prada, Stone Island, Versace, Vetements, Saint Laurent, Nike, Burberry, Moncler, Givenchy, Dolce&Gabbana, Yeezy, Balmain, Palm Angels, Adidas, Alexander McQueen.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მოთხოვნადი პროდუქტების ათეული. სნიკერების ტრენდმა მოდაში მწვერვალს მიაღწია.