მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ Hermès გახდა პირველი დიდი მოდის სახლი, რომელმაც რუსეთში მაღაზიების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, ცნობილი ხდება, რომ რუსულ მაღაზიებს მოდის სხვა გიგანტებიც ხურავენ.

LVMH, რომელიც ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Dior, Louis Vuitton, Givenchy, Celine, ჯამში, 124 რუსულ მაღაზიას დახურავს. რაც შეეხება Kering-ს, კონგლომერატი რუსეთში 2 დიდ სივრცეს ფლობს, სადაც 180 ადამიანია დასაქმებული. შეგახსენებთ, რომ „ქერინგის“ შემადგენლობაშია: Gucci, Yves Saint Lauret და Balenciaga.

რუსეთში მაღაზიების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო შანელმაც, რომელიც რუსულ ბაზარზე საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი ბრენდია.

Tags :