Louis Vuitton-ის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე წარმოდგენილი ჩექმები, რომლებიც ოპტიკურ ილუზიას იწვევს, უკვე გაყიდვაშია. ფეხსაცმელი შემოთავაზებულია კანის ორ ტონალობაში და შესაძლებელია როგორც კოჭებამდე, ისე მუხლებამდე სიგრძის შეძენა.

© Louis Vuitton

ფრანგული მოდის სახლის “Illusion High Boot” ერთი შეხედვით შიშველ ფეხზე მორგებული თეთრი წინდა და შავი ფერის ღია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია. ხბოს ტყავისგან დამზადებული ჩექმა trompe-l’œil ეფექტის მისაღწევად ხელით არის მოხატული. დიზაინის ინსპირაციის წყარო სიურეალიზმია.

© Louis Vuitton

გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ, ჩექმებს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც მაღალმა ფასმაც განაპირობა. თითოეული წყვილის შეძენა 2470 დოლარად არის შესაძლებელი.