Louis Vuitton-მა დიზაინერ ნიკოლა ჟესქიერთან კონტრაქტი განაახლა. LVMH-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ჟესქიერი  მომავალი ხუთი წელი  კვლავაც Louis Vuitton-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იქნება. აღსანიშნავია, რომ 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიზაინერი ბრენდში ქალის ხაზის კოლექციებს ქმნის. 

“ძალიან ბედნიერი ვარ და ეს გადაწყვეტილება ჩემთვის დიდი პატივია”- აღნიშნა ჟესქიერმა, რომელმაც WWD-ისთან კონტრაქტის გაგრძელება ოფიციალურად დაადასტურა. 

ჟესქიერთან თანამშრომლობის ხუთი წლის ვადით გაგრძელება Louis Vuitton-ის ახალი ხელმძღვანელის, პიეტრო ბეკარის მიერ მიღებული მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. 2023 წლის დასაწყისში სწორედ ბეკარიმ დაასახელა ფარელ უილიამსი  Vuitton-ის მამაკაცის ხაზის დიზაინერად. 

როგორც მოდის პრესა იუწყება, წყაროებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ ჟესქიერის მიერ შექმნილი LV-ის კოლექციების  ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის წლიური გაყიდვები ოთხჯერ გაიზარდა. მაგალითისათვის, ფეხსაცმლის მწარმოებელი ტოპ-10  ბრენდის საერთო გაყიდვების ნახევარი, სწორედ ნიკოლა ჟესქიერის მოდელებზე მოდის.  

Tags :