ლონდონის მოდის კვირეულის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საუთვორკის საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო Dame ვივიენ ვესტვუდის ხსოვნას. ლეგენდარული ბრიტანელი დიზაინერი გასული წლის დეკემბერში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“სხეულები იცვითება, სულები კი არა,” – ეს სიტყვები ტაძარში თავმოყრილი ადამიანების წინაშე ჰელენა ბონემ კარტერმა წარმოსთქვა, ნიკ ქეივმა კი პიანინოზე “Into My Arms” დაუკრა. “ვოგის” ბრიტანული გამოცემის ცნობით, განსაკუთრებით ემოციური მომენტი ვივიენის ქმარმა და შემოქმედებითმა პარტნიორმა ანდრეას კრონთალერმა შექმნა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “მას ყველაზე მეტად სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევა სურდა.”

ადგილზე მისული სტუმრების დიდი ნაწილი “პანკის დედოფლის” ნამუშევრებს ატარებდა, მათ შორის იყვნენ: დიზაინერის მეგობრები, მსახიობები, მოდელები და მუზები.

იხილეთ ფოტოები

Kate Moss
Helena Bonham Carter
Tracey Emin
Bianca Jagger
Emma Weymouth
Richard E Grant
Giles Deacon & Gwendoline Christie
Yasmin Le Bon
Lila Moss
Christina Hendricks
Marc Jacobs & Victoria Beckham
Elle Fanning
Cora Corré
Stormzy
Nick & Susie Cave
Alexa Chung
Joely Richardson & Vanessa Redgrave
Ellen von Unwerth
Liberty Ross & Jimmy Iovine
Stephen Jones

© British Vogue / Getty