კომპანია Lyst-მა 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, LOEWE ყველაზე აქტუალური ბრენდის სტატუსს ფლობს. მან სარეიტინგო სიაში ლიდერის პოზიციაზე Miu Miu ჩაანაცვლა. Miu Miu მეორე ადგილზეა, მესამე ადგილს კი Prada ფლობს. მეოთხე ადგილზე წარმოდგენილია Saint Laurent. ათეულში ასევე მოხვდნენ Gucci, Balenciaga, Versace, Bottega Veneta, Jacquemus და Moncler.

აღსანიშნავია, რომ ჯონათან ანდერსონის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით Loewe ბოლო პერიოდია საკმაოდ საინტერესო ბრენდად იქცა. ანდერსონს ხშირი კვეთა აქვს კინოსთანაც. მაგალითად სწორედ ჯონათან ანდერსონი იყო ფილმ Challengers-ის კოსტიუმების დიზაინერი და სწორედ მან შექმნა უმცროსი კენედის სტილით შთაგონებული ე.წ. I TOLD YA მაისური, რომელიც საბოლოოდ Loewe-ს კოლექციის ნაწილად იქცა.