ამერიკელი მუსიკოსი ლიზო ამერიკული ვოგის ოქტომბრის ნომრის ყდაზეა.

ფოტოგრაფი: ჰაიპ უილიამსი

vogue.com

ვრცელ ინტერვიუში მუსიკოსმა ბევრ რამეზე ისაუბრა, მათ შორის იმაზეც, თუ რით იყო დაკავებული კარანტინის დროს:

“ადრე რამდენიმე ადამიანი მჭირდებოდა იმისათვის, რომ მუსიკა ჩამეწერა. ახლა ვზივარ ჩემს ოთახში და თავად ვარ საკუთარი ინჟინერი და პროდიუსერი.”

ახალ ალბომზე ამბობს, რომ მალე გამოვა, თუმცა არ იცის ზუსტად როდის;

“ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ახალი ალბომი ძალიან კარგი იქნება.”

vogue.com

ლიზო შეეხო პოლიტიკას, ჯორჯ ფლოიდისა და ბრეონა ტეილორის მკვლელობებს, Body positivity-ს, BLM მოძრაობას და რას ნიშნავს იყო აფრო-ამერიკელი.

“აფრო-ამერიკელი ვიცე პრეზიდენტი ძალიან კარგი იქნებოდა. ყოველთვის მხარს ვუჭერ აფრო-ამერიკელებს. მაგრამ მე სისტემური ცვლილება მინდა და არა დროული და მოჩვენებითი.”

vogue.com

სრულად ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე vogue.com

vogue.com