HBO-მ პოპულარული სერიალის, The White Lotus-ის მესამე სეზონში, მაყურებელმა ცნობილი კეი-პოპ არტისტის, ლისას სამსახიობო დებიუტი იხილა. სერიალის კონცეფციის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი ის არის, რომ სეზონების მიხედვით იცვლებიან გმირები და იცვლება ისტორიები, თუმცა მუდმივი რჩება ერთი დეტალი – სასტუმროს ბრენდი – The White Lotus. სერიალის მესამე სეზონში, მოქმედება ტაილანდის The White Lotus-ში ვითარდება და როგორც უკვე ითქვა, ერთ-ერთი გმირის როლს ლისა ასრულებს. ლისა საზოგადოებისთვის ცნობილი კეი-პოპ გოგონა ჯგუფიდან, BLACKPINK-იდან გახდა, თუმცა იგი კორეელი არ გახლავთ, ლისა ტაილანდიდანაა, ეს კი მის ჩართულობას სერიალის მესამე სეზონში უფრო ლოგიკურსაც ხდის.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, ლისა საერთაშორისო პრესის ჰედლაინებში პირადი ცხოვრების გამოც ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავი სოციალურ ქსელებსა და პრესასთან კომუნიკაციაში, პირადი ცხოვრების შესახებ არ საუბრობს, მისი ურთიერთობა ბიზნესმენ ფრედერიკ არნოსთან დიდ ყურადღებას იქცევს, განსაკუთრებით მოდაში. ფრედირიკი LVMH-ის გენერალური დირექტორის და მოდის ინდუსტრიის უმდიდრესი ადამიანის, ბერნარ არნოს შვილია. ლისას და ფრედერიკის ურთიერთობის შესახებ პირველად ხმები 2022 წელს გავრცელდა, მას მერე, წყვილს პაპარაცები სხვადასხვა ქვეყანაში, ერთად ხშირად აფიქსირებდნენ. 2023 წელს, არნო ესწრებოდა BLACKPINK-ის პერფორმანსს ქოაჩელაზე, 2025 წლის აპრილში კი, იგი ტაილანდსაც ეწვია The White Lotus-ის მესამე სეზონის პრემიერაზე დასასწრებად.


გულშემატკივრები და შეიძლება ითქვას, რომ მოდის ინდუსტრიაც, მოუთმენლად ელის ლისას და ფრედერიკის წითელ ხალიჩაზე პირველ ოფიციალურ გამოჩენას.