2023 წლის ზაფხულის დასაწყისში, HBO-მ ხმაურიანად დაანონსებული სერიალი The Idol წარადგინა. მიუხედავად სერიალის წარუმატებელი სადებიუტო სეზონისა და დიდი კრიტიკისა, შოუს მთავარი როლის შემსრულებელი ლილი-როუზ დეპი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში.
ამჯერად მოდელი და მსახიობი Chanel-ის ახალი საათის – Première Édition Originale-ის კამპანიის სახეა. Chanel-მა თიზერის სახით მხოლოდ ერთი ფოტო გაავრცელა, სრული სარეკლამო კამპანია კი, 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ ლილი-როუზ დეპი მოდის სახლ Chanel-ის ამბასადორიც არის. როგორც მოდელი საათის ახალ მოდელზე საუბრისას აღნიშნავს – „ის ლამაზი, დახვეწილი, მოდური და კლასიკურია. ვფიქრობ ეს არის საათი, რომლის შექმნაც მხოლოდ Chanel-ს შეეძლო“.