ტექნოლოგიურმა კომპანია LG-მ ახალი საყოფაცხოვრებო მოწყობილობა წარადგინა. Styler ShoeCase – ასე ჰქვია ფეხსაცმელებისათვის განკუთვნილ მაღალტექნოლოგიურ სათავსოს, რომელიც არაერთი საინტერესო ფუნქციით გამოირჩევა. ქეისი რამდენიმე განყოფილებისაგან შედგება, თოთოეულ განყოფილობაში თითო წყვილის მოთავსებაა შესაძლებელი. მომხმარებელი თავადვე განსაზღვრავს სპეციალურ რეჟიმს, რის შემდეგაც მოთავსებულ ფეხსაცმელებს დეზინფექცია უტარდება.
გარდა ამისა, სათავსოებში დამონტაჟებული სპეციალური ფილტრების საშუალებით, ფეხსაცმლის მასალის დატენიანება ხდება. სრულყოფილი და კომპლექსური რეჟიმის ხანგრძლივობა 37 წუთია. როგორც LG-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათი ახალი მოწყობილობა ფეხსაცმელებს თავდაპირველ ვიზუალს და გამძლეობას საკმაოდ დიდხანს შეუნარჩუნებს.