Folie à Deux-ს გადასაღები მოედნიდან ახალი ფოტოები გავრცელდა. გადაღებები ამ ეტაპზე ნიუ-იორკში მიმდინარეობს, სადაც ლედი გაგა ჰარლი ქვინის კოსტიუმში პირველად გამოჩნდა. მას წითელი ბლეიზერი, საცირკო მაკიაჟი და რა თქმა უნდა, არლეკინოს პრინტიან სამოსი აცვია. გავრცელებული კადრები ჰარლი ქვინს გოთემ სითის პოლიციელების გარემოცვაში პროტესტის დროს ასახავს, სადაც ასევე ჩანს ბანერები წარწერით “Free Joker” და “Joker Marry Me”. ფილმის კოსტიუმებზე ოსკაროსანი დიზაინერი არიან ფილიპსი მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ეს გაგას, როგორც ჰარლი ქვინის პირველი გამოჩენა არ არის. 14 თებერვალს ფილმის რეჟისორმა, ტოდ ფილიპსმა გაგასა და ხოაკინ ფენიქსის ფოტო გაავრცელა, რომელშიც მსახიობები ერთმანეთს ეხუტებიან. ფილმის პრემიერა 2024 წლის 9 ოქტომბერს იგეგმება.

იხილეთ ფოტოები: