სიახლე არავისთვის იქნება თუ ვიტყვით, რომ სილამაზის ინდუსტრიის მნიშვნელობისა და გავლენის ზრდას დიდწილად ხელს უწყობს სოციალური ქსელები და ინტერნეტი.
ახლახან, სოციალური მედიის ანალიტიკურმა კომპანია Launchmetrics-მა 2023 წლის ყველაზე განხილვადი Beauty ბრენდები დაასახელა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, წელს Mac Cosmetics, 471 მილიონი დოლარის ღირებულების მედია გამოხმაურებით, ყველაზე განხილვადი ბრენდი იყო. მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ Dior და Charlotte Tilbury, 389 და 355 მილიონი დოლარის ღირებულების გამოხმაურებით.
Rare Beauty, სელენა გომეზის შექმნილი ბრენდი, კვლევის კიდევ ერთი ლიდერია. Launchmetrics-ის ინფორმაციით, სელენას პირადმა პოსტებმა, სადაც ვარსკვლავი Rare Beauty-ის პროდუქციას იყენებს, 16 მილიონი დოლარის ღირებულების მედია გამოხმაურება მიიღო.
კვლევაში აღნიშვნას იმსახურებს რიანას და LVMH-ის თანამფლობელობაში არსებული ბრენდი Fenty Beauty-იც, რომლის მიმართ სოციალურ მედიაში ინტერესის მკვეთრ ზრდაზე რიანას სუპერბოლის შოუმ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.