ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, კაილი ჯენერმა ინსტაგრამზე ისრაელის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, რის გამოც მან კრიტიკა დაიმსახურა. სოციალური მედიის მომხმარებლები მისი პოსტების კომენტარების სექციაში პალესტინის დროშებს პოსტავდნენ და ჯენერის გულშემატკივრებს გამოწერის გაუქმებისაკენ მოუწოდებდნენ. კომენტარების ავტორები აცხადებდნენ, რომ წლების განმავლობაში პალესტინელი ხალხი ებრაელების მიერ გენოციდს განიცდის და ამ ფორმით ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერა გაუმართლებელია. 

მხარდაჭერის გამოცხადებიდან მალევე, კაილი ჯენერმა პოსტი წაშალა. 

ჰამასმა ისრაელის ტერიტორიაზე შეტევა 7 ოქტომბერს განახორციელა. თავდასხმისას ჰამასის მებრძოლებმა მშვიდობიანი მაცხოვრებლები  მოკლეს და არაერთი მოქალაქე მძევლად აიყვანეს, მათ შორის ბავშვები.