სათვალე პრაქტიკული გამოყენების აქსესუარია, თუმცა ამავდროულად ის დეტალია, რომელიც კარგად გამოხატავს ჩვენს გემოვნებას, ცხოვრების სტილს, ინტერესებს, პიროვნულობას და ხშირად — განწყობასაც კი. სათვალე იმდენად დამახასიათებელ ვიზუალს ქმნის, რომ ხშირად სწორედ ის ხდება იმიჯის მთავარი შტრიხი. ამის დასადასტურებლად საკმარისია პოპკულტურიდან არაერთი ცნობილი პერსონა და ამთი  სახასიათო ვიზუალი გავიხსენოთ.

ამჯერად  სტატიაში გაგაცნობთ სათვალის გერმანულ ბრენდს — KREUZBERGKINDER-ს, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ბერლინის ალტერნატიული კულტურის ესთეტიკას. ბრენდი დაარსდა ბერლინში — ქალაქში, რომლის ურბანული და კულტურული გარემო წლებია განსაზღვრავს თანამედროვე ხელოვნებისა და ცხოვრების სტილის აღქმას.

ფოტო: შოთა გოთოშია

თავად ბრენდის სახელწოდებაც უკავშირდება ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სიმბოლურ რაიონს — Kreuzberg-ს, რომელიც ისტორიულად ასოცირდება მრავალფეროვნებასთან, ხელოვნებასთან, ახალგაზრდულ პროტესტთან და თვითგამოხატვის არაორდინალურ ფორმებთან. სწორედ ამ სულისკვეთებით იქმნება KREUZBERGKINDER-ის თითოეული დეტალი — ქუჩის ხელოვნება, ტექნო მუსიკა და ინდივიდუალიზმი ბრენდის იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

ბრენდი განკუთვნილია მათთვის, ვინც სილამაზეს მრავალფეროვნებაში პოულობს და ვისთვისაც იმიჯი ინდივიდუალიზმის გამოხატვის საშუალებაა. როგორც ბრენდის დამფუძნებლები ამბობენ: „KREUZBERGKINDER იქმნება ყველასთვის, მაგრამ არ ცდილობს მოერგოს ყველას გემოვნებას.“

გერმანული სათვალის ბრენდის შეძენა ახლა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი — ის ექსკლუზიურად წარმოდგენილია Afflelou Paris-ის ქსელში — სითი მოლისა და გალერია თბილისის მაღაზიებში. ახლახან ბრენდმა ადგილობრივი სარეკლამო კამპანიაც წარადგინა, რომლის სახეც ქართველი არტისტი — პიტო სეთური გახდა. კამპანიის წარმდგენი სახე ბრენდის კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია — გარდა ვიზუალური იმიჯისა, პიტო სეთური აქტიურად მუშაობს ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის მიმართულებით, რაც მას განსაკუთრებულად ორგანულ სახედ აქცევს KREUZBERGKINDER-ისთვის. კამპანიაზე ფოტოგრაფმა შოთა გოთოშიამ. 

KREUZBERGKINDER მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მიუხედავად საერთო ესთეტიკისა, კოლექციებში ყველას შეუძლია იპოვოს საკუთარი სტილის შესაბამისი მოდელი. ბრენდის დიზაინი არღვევს ასაკობრივ და  გენდერულ საზღვრებს — ის გათვლილია ყველასთვის, ვინც აფასებს კონცეპტუალურ ესთეტიკას. ამგვარი ფილოსოფიით, KREUZBERGKINDER არ მიჰყვება მოდურ ტენდენციებს — ის თავად ქმნის მათ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ყოველდღიურ ვიზუალშიც თავისუფლებას და ქარიზმას ეძებს.

ფოტო: შოთა გოთოშია

რაც შეეხება Afflelou Paris-ს, მაღაზიების ქსელური ბრენდი საქართველოში პირველად 2021 წელს გამოჩნდა და პირველი დღიდანვე გამორჩეულ სერვისსა გვთავაზობს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქციაა ე.წ. „ჩინ-ჩინ“: რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ფილიალში ერთი სათვალის შეძენის შემთხვევაში მეორეს Afflelou-ს კოლექციიდან სიმბოლურ ფასად – სულ რაღაც 1 ლარად მიიღებთ. 

Afflelou Paris არის ოფიციალური წარმომადგენელი ისეთი ბრენდებისა, როგორებიცაა: Tom Ford, Bottega Veneta, Prada, Vivienne Westwood, LOEWE, Dior, Chloe,Ray-Ban, Moscot და სხვა.

Afflelou Paris-ის შესახებ დამატებით ინფორმაცია და ფილიალების მისამართს შეგიძლიათ გაეცნოთ მაღაზიათა ქსელის სოციალური მედიის არხებზე: 

Afflelou Paris – Facebook 

Afflelou Paris – instagram