სუპერმოდელი – პირველად ეს სიტყვა ბევრად ადრე წარმოითქვა, თუმცა მისი ხშირი გამოყენება ხალხმა 1990-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ინდუსტრიაში საერთაშორისოდ ცნობილი მოდელების პირველი თაობა გამოჩნდა. ლინდა ევანგელისტა, ნაომი ქემბელი, კრისტი ტარლინგტონი, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი – ისინი ცნობადობით როკ-ვარსკვლავებს უტოლდებოდნენ და არა მხოლოდ პოდიუმზე, არამედ ფილმებში და მუსიკალურ კლიპებშიც ჩნდებოდნენ.

90-იანი წლების სუპერმოდელების წარმატება ყველა სხვა გარემოებასთან ერთად, მათმა მრავალფეროვნებამ განაპირობა. ლინდა ქამელეონი იყო, მას შეეძლო ბევრი განსხვავებული იმიჯის მორგება, კრისტი კლასიკური არისტოკატული სილამაზის ხატად, სინდი კი, სექს-სიმბოლოდ იქცა, ნაომიმ თავისი ცეცხლოვანი უნიკალური სიარულის მანერით პოდიუმის დედოფლის სტატუსი დაიმსახურა, რაც შეეხება კლაუდიას, გერმანელი სუპერმოდელი მოდის ორიგინალი ბარბი გახდა. აქვე უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა დროს, გაყიდვაში გამოდიოდა კლაუდიას ბარბის თოჯინები.

თვალი გადავავლოთ კლაუდია შიფერის ფოტო არქივს 1990-იანი წლებიდან:

1992 წელს ამერიკული Elle-ს გარეკანზე

1992 წელს შვედური Elle-ს გარეკანზე

1992 წელს ესპანური ვოგის გარეკანზე

1993 წელს ფრანგული Elle-ს გარეკანზე

1995 წლის ჟურნალის გარეკანი

შანელის პოდიუმზე

ვერსაჩეს პოდიუმზე

1994 წელს იტალიური ვოგის ფოტოსესიაში