სილამაზის ტრენდები ცვალებადია – დროდადრო აქტუალური ხდება რომელიმე კონკრეტული დეკადის მაკიაჟი და თანამედროვე კონტექსტში მის ორიგინალურ ინტერპრეტაციას ვხვდებით. ბოლო დროს, წითელ ხალიჩებზე, კამპანიებსა, თუ ინსტაგრამზე, ალბათ ხშირად შენიშნავდით 90-იანი წლების ესთეტიკით შთაგონებულ ლუქებს. ეს შემთხვევითი არ არის – 90-იანი წლები ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი პერიოდი იყო, რომელმაც თანამედროვე პოპ კულტურის შინაარსი განსაზღვრა და მოდის, თუ სილამაზის ინდუსტრიაში არაერთი ფენომენი შექმნა.
სწორედ 90-იანი წლების საკულტო ხასიათის და მისი ტრენდების საპასუხოდ, შემოდგომის დადგომასთან ერთად, KIKO MILANO-მ ახალი, 90-იანი წლების კოლექცია წარადგინა. 90-იანების პერიოდი გამოკვეთილი ეკლექტური სტილით გამოირჩევა, ამ ესთეტიკას ინარჩუნებს KIKO MILANO-ს კოლექცია და მრავალფეროვან ტექსტურებს და ფერებს გვთავაზობს. KIKO MILANO-ს ახალი კოლექცია კარგად ეხმიანება ამ პერიოდის ნოსტალგიას და მისი შეფუთვა 90-იანებისთვის ყველაზე დამახასიათებელი – CD და საკანცელარიო ნივთებით არის შთაგონებული.
კანის მოვლა
კოლექცია რამდენიმე ხაზს აერთიანებს. მათ შორის არის კანის მოვლა. Happy Cleansing Face Stick-ის რბილი ტექსტურის გამწმენდი ბალმი იდეალურად აშორებს მაკიაჟს და ასუფთავებს სახის კანს. კანის მოვლის ხაზში ასევე შეხვდებით Puff Face Cleansing Sponge Kit-ს, რომელშიც მოთავსებული პატარა ღრუბელი თქვენს კანს გამაჯანსაღებელი ნიღბისთვის მოამზადებს. Make Me Glitter Face Mask სახის ნიღაბია, რომელიც ბრჭყვიალა ჟელესებრი ფორმულით თქვენს კანს ბრწყინვალე ეფექტსა და სიჯანსაღის შეგრძნებას მიანიჭებს. კოლექცია ასევე მოიცავს Roller Serum Lip Balm-ს, რომელიც თქვენი ტუჩების დატენიანებაზე იზრუნებს. KIKO MILANO-მ ასევე წარადგინა პროდუქტი – Imperfection Face Patches – ჰიალურონის მჟავით გამდიდრებული პაჩები, რომლებიც ლაქებს გაგიუფერულებთ და კანს ერთგვაროვან ვიზუალს მიანიჭებს.
ბაზა
Velvet Sheer Foundation კოლექციის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია, რომელიც სახის კანის ერთგვაროვან ტონალობას უზრუნველყოფს. პროდუქტი გამდიდრებულია E ვიტამინით, შიის კარაქით, ჰიალურონის მჟავისა და ალოე ბარბადენსის ფოთლის ექსტრაქტით. შემდეგი ნაბიჯია Incredible Duo Stick Concealer, რომელიც იდეალური დაფარვით გამოირჩევა. ე.წ. კონტურისათვის KIKO MILANO-მ 2-in-1 Face Contour Stick წარადგინა, რომელიც ორი ფერისგან შედგება და სამგანზომილებიან ბაზას შექმნის. მაღაზიებში აღნიშნული პროდუქტი სხვადასხვა ფერის კომბინაციაშია წარმოდგენილი. 90 იანების სტილის შექმნაში ყველაზე უკეთ ორი ფერისგან შემდგარი Rock And Blush დაგეხმარებათ. მაკიაჟის დასასრულებლად კი, Full Star Face & Body Highlighter შეგიძლიათ გამოიყენოთ.
თვალები
კოლექციის ყველაზე მრავალფეროვანი ხაზი თვალებია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტექსტურის და ფერის თვალის ჩრდილებს, თვალის ლაინერებს, ტუშს. თვალის ხაზი სწორედ იმ პროდუქტებისაგან შედგება, რომლებიც 90-იანი წლების მკვეთრ მაკიაჟს თანამედროვეობაში აცოცხლებს.
ტუჩები
არ აქვს მნიშვნელობა გლუვ საცხს ანიჭებთ უპირატესობას, თუ მბზინავ გლოსს – ამ კოლექციაში სხვადასხვა ტექსტურის ტუჩსაცხის უამრავ ფერს აღმოაჩენთ. აღსანიშნავია Matte Liquid Lip Colour, რომელიც ხანგრძლივი მდგრადობით გამოირჩევა. კოლექციაში ასევე შეხვდებით Give Me More Volumizing Gloss-ს, რომელსაც დამარბილებელი და მოცულობითი ეფექტი აქვს.
კოლექციის შეძენას შეძლებთ KIKO MILANO-ს ოფიციალურ მაღაზიებში, რომლებიც მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:
სითი მოლი საბურთალო
სავაჭრო ცენტრი მერანი
თბილისი მოლი
სითი მოლი გლდანი
ისთ ფოინთი
ბათუმი:
გრანდ მოლი