Junya Watanabe-ს 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება ერთგვარი პატივის მიგება იყო როკის ისტორიისადმი, რაც, პირველ რიგში, სამოსზე წარმოდგენილი საკულტო როკ-ბენდების ლოგოებით გამოიხატა. შოუზე ყველაფერი “როკის უკვდავ სულისკვეთებას” განასახიერებდა – გარემო, მუსიკალური გაფორმება, მოდელების ვიზუალიც კი. Kiss, Aerosmith, AC/DC, Queen, Sex Pistols, Rolling Stones, David Bowie, The Who – იმ სახელებს შორის არიან, რომლებსაც ამ ბრენდის მაისურებზე შევხვდებით.




შოუ გამორჩეული იყო კოლაბორაციებითაც – ჯუნიამ ამ სეზონზე Levi’s-თან და Versace-სთან ითანამშრომლა. მოდელებმა იაპონელი დიზაინერის ქმნილებები 1937, 1947, 1966 და 1976 წლების Levi’s 501 ჯინსებთან ერთად წარადგინეს. Versace-ს ექვსი სახელგანთქმული შარფის პრინტი კი სხვადასხვა სახით იყო გამოყენებული, მათ შორის მაისურებისა და ქვედაბოლოების ნაწილად.





Junya Watanabe-მ მიმდინარე სეზონზე საზოგადოებისთვის როკ კონცერტის ეკვივალენტი მოდური ჩვენების შეთავაზება წარმატებით შეძლო.
Junya Watanabe შემოდგომა/ზამთარი 2021