სმიტსონიანის ინსტიტუტში მდებარე ამერიკის ისტორიის ნაციონალურ მუზეუმში, “პირველი ლედის” კოლექციას ახალი ექსპონატები შეემატა. კოლექცია 1000-ზე მეტი ნივთისგან შედგება, მათ შორის მერი ლინკოლნის 1861 წლის ველვეტის კორსეტიანი კაბა, რომელიც აფრო-ამერიკელმა ელიზაბეთ კექლიმ შექმნა, ჟაკლინ კენედის 1961 წლის ყვითელი აბრეშუმის კაბა, რომელიც მას State Dinner-ზე ეცვა, მიშელ ობამას 2009 წლის საინაუგურაციო კაბა, რომელიც ჯეისონ ვუმ შექმნა და ბევრი სხვა. ვაშინგტონის ამერიკის ისტორიის ნაციონალურ მუზეუმში გამოფენილ კოლექციაში, მართა ვაშინგტონით დაწყებული, ყველა პირველი ლედის ნაქონი სამოსია წარმოდგენილი.

“პირველი ლედის” კოლექცია 1912 წელს ტაფტის ადმინისტრაციის დროს შეიქმნა და ის ქალებისთვის მიძღვნილი პირველი გამოფენაა. მას შემდეგ, პირველი ლედისთვის ტრადიციად იქცა მუზეუმისთვის კოსტიუმების დონაცია. ჯილ ბაიდენმა მუზეუმს არა ერთი, არამედ ორი ლუქი უბოძა – ალექსანდრა ონილის კაბა, Markarian-ისა და გაბრიელა ჰერსტის ქურთუკები.