ავსტრალიელი სუპერვარსკვლავი, “Priscilla”-სა და “Saltburn”-ის ჯეიკობ ელორდი იტალიური მოდის სახლის, Bottega Veneta-ს ახალ სახედ და ბრენდ ამბასადორად დასახელდა.

მოდის მოყვარულთათვის ეს სიახლე მოულოდნელი არ ყოფილა, ელორდი ხშირად ჩნდებოდა Bottega-ს სამოსითა და აქსესუარებით, იქნებოდა ეს ღონისძიებები თუ პაპარაცული ფოტოები. ის ასევე რამდენჯერმე ვიხილეთ ბრენდის ჩვენებების წინა რიგებშიც.

ახალი კამპანიიდან ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ფოტოა გავრცელებული. ფოტო მინეაპოლისში დაფუძნებულმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ალექს სოთმა გადაიღო. აღსანიშნია, რომ სოთისთვის ეს მოდის ინდუსტრიასთან პირველი დიდი გადაკვეთაა.