2020 წლის იანვარში, ჟან პოლ გოტიემ მოდის ინდუსტრიაში 50 წლიანი კარიერა თავისი ბოლო კოლექციის ჩვენებით დაასრულა. ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის მოდიდან წასვლის მიუხედავად, ბრენდმა Jean Paul Gaultier-მ არსებობა განაგრძო და მისმა დამაარსებელმა შემოქმედებითი სადავეები სხვა დიზაინერებს გადააბარა. გასული ხუთი წლის განმავლობაში, ყოველ სეზონზე Jean Paul Gaultier-სთვის ოტ კუტიურ კოლექციებს სხვადასხვა მიწვეული დიზაინერი ქმნიდა.   პირველად Sacai-ის ჩიტოსე აბეს თვალით დანახული Jean Paul Gaultier ვიხილეთ, შემდეგ იყვნენ: Y/Project-ის გლენ მარტენსი, Balmain-ის ოლივიე რუსტენი, ჰაიდერ აკერმანი, ჟულიენ დოსენა და ა.შ. 

დურან ლანტინკი – ჟან პოლ გოტიეს ახალი შემოქმედებითი დირექტორი

15 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ხუთწლიანი ექსპერიმენტის შემდეგ, Jean Paul Gaultier ტრადიციულ მოდელზე გადაერთვება, რაც გულისხმობს იმას, რომ ბრენდისთვის კოლექციებს ერთი შემოქმედებითი დირექტორი შეძლებს.  მნიშვნელოვანი პოზიციისთვის, ბრენდმა ახალგაზრდა ჰოლანდიელი დიზაინერი შეარჩია – Duran Lantink დაიკავებს “ჟან პოლ გოტიეს” კრეატიული დირექტორის თანამდებობას. იგი LVMH Prize-ის კონკურსის გამარჯვებული გახლავთ. დურანის Jean Paul Gaultier -სთვის შექმნილ პირველ კოლექციას 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის კვირეულზე ვიხილავთ, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. 

Dior-ის ქალის ხაზის შემოქმედებითმა დირექტორმა, მარია გრაცია ქიურიმ 2025 წლის წინა-საშემოდგომო კოლექციის ჩვენება იაპონიაში, ქალაქ კიოტოში გამართა. სიმბოლურია, რომ ჩვენება საკურას ყვავილობის პერიოდს დაემთხვა. საკურას ყვავილობა იაპონიის კულტურის და ზოგადად იაპონიის ერთ-ერთი სიმბოლოა, რომლითაც კრისტიან დიორიც აღფღთოვანებული იყო. Dior-ის მოდის სახლის ურთიერთობა და აღტაცება იაპონიის კულტურისადმი ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან დაიწყო. ქიურის ახალი კოლექციაც დიდწილად შთაგონებული იყო ყვავილებით და ფემინური სილუეტებით. 

ნიკოლა ჟესქიერი – ლუი ვიტონის ქალის ხაზის შემოქმედებითი დირექტორი

Louis Vuitton 2026 წლის კრუიზული კოლექციის ჩვენებას ავინიონში, საფრანგეთში გამართავს. ბრენდი ტრადიციას ამჯერადაც არ ღალატობს და კრუიზული კოლექციისთვის ისტორიულ არქიტექტურულ ძეგლს არჩევს. ბრენდის კრეატიული დირექტორი, ნიკოლა ჟესქიერი ახალ კოლექციას ავინიონში მდებარე პაპის სასახლეში გამართავს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი და ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი სასახლეა. ჩვენება 22 მაისს იგეგმება.