არ აქვს მნიშვნელობა როგორი კანის ტიპი თუ ცხოვრების სტილი გაქვთ, იყენებთ თუ არა მაკიაჟს ყოველდღიურად, დღის განმავლობაში, ყოველი ჩვენგანის სახის კანი აგროვებს ჭუჭყის, ცხიმის და მკვდარი უჯრედების ნაზავს, რაც შესაბამისი გაწმენდის გარეშე, იწვევს როგორც ფორების დახშობას, ისე გამონაყარს და არაჯანსაღ იერს. სწორედ ამიტომ, სახის კანის მოვლის მეცნიერებაში, კანის გასუფთავება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპადაა მიჩნეული. როცა რეგულარულად იწმენდთ სახეს, დამატენიანებლები, შრატები თუ სხვა საშუალებები უფრო ეფექტურად აღწევენ კანის შრეებში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ რუტინაში, კანის მოვლის ეს ეტაპი გამოტოვებულია, დაგროვილი მინარევები და სიბინძურე ქმნის ბარიერს, რომელიც ხელს უშლის გამოყენებული პროდუქტების სრულად შეწოვას. გამომდინარე აქედან, კანის მოვლის ყველა რუტინა, დღის თუ ღამის, იწყება დაბანითა და გასუფთავებით.
სახის კანის გასუფთავება რეკომენდირებულია დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. დილით სახის გაწმენდა ეხმარება კანს მოიშოროს მკვდარი უჯრედები და ზედმეტი ცხიმი, რომელიც ღამით წარმოიქმნება. ეს ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც კომბინირებული ან/დაც ცხიმანი სახის კანი აქვთ. რაც შეეხება ღამის რუტინას, ჩვენი კანი ყველაზე აქტიურად მუშაობს ღამე, როცა გვძინავს, სწორედ ამ დროს მიმდინარეობს უჯრედების განახლება, ეს პროცესი კი, მხოლოდ კარგად გასუფთავებული კანის პირობებში არის შესაძლებელი.
ამ სტატიაში, გაგიზიარებთ ინფორმაციას თუ რომელი პროდუქტებით შეძლებთ, სახლის პირობებში, შეინარჩუნოთ სუფთა სახის კანი, რომელიც საბოლოოდ, ჯანსაღი იერისა და სილამაზის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. რა თქმა უნდა ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომია Profbeauty.ge-ზე, რომელიც თავის მოვლის ბრენდების ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი, ხარისხიანი და გამოცდილი კომპანიაა ქართულ ბაზარზე.


Janssen Cosmetics-ის ბალზამი შეიცავს მურუმურუს კარაქს, გარგარის კურკის ზეთს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მრავალფუნქციური გამწმენდი საშუალებაა ბაზარზე. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მაკიაჟის მოსაცილებელი ბალზამი, გამწმენდი ლოსიონი და დამატენიანებელი ნიღაბი. ზოგადად უნდა იცოდეთ, რომ თუ პროდუქტი ზეთების ბაზაზეა დამზადებული, ეს დიდი ალბათობით, ნიშნავს, რომ უფრო მეტად მოუხდება მშრალ ან ნორმალურ კანის ტიპს. სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის კიდევ ერთი გამორჩეული პროდუქტია Matter of Fact -ის გამწმენდი აღმდგენი გელ-ბალზამი, ის კანს ეფექტურად აშორებს როგორც მაკიაჟს, აგრეთვე დღის განმავლობაში დაგროვილ ჭუჭყსა და ცხიმს.


რაც შეეხება კომბინირებულ და ცხიმიან კანს, ქაფის/მუსის ტექსტურის მქონე გამწმენდი საშუალებები განსაკუთრებით უხდება მათ ვისაც ჭარბი ცხიმიანობა აწუხებთ. Janssen Cosmetics-ის სახის გამწმენდი მუსი ნაზად აშორებს როგორც მაკიაჟს, აგრეთვე ყოველდღიურ ჭუჭყს. 111Skin-ის C ვიტამინის გამწმენდს კი, აქერცვლის ეფექტი აქვს და დაბინძურების ყველანაირ კვალს აქრობს.
დღესდღეისობით, პროფესიონალი დერმატოლოგების უმრავლესობა თანხმდება, რომ ღამის რუტინაში სახის ერთჯერადი დაბანა საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ კანის მოვლის პროფესიონალები გვირჩევენ ორმაგ წმენდას. ორმაგი წმენდის პირველი ეტაპი უნდა მოიცავდეს სწორედ ბალზამოვან, ზეთოვან, ან ქაფის ტექსტურის გამწმენდი საშუალებით დაბანას, რაც მოაშორებს მაკიაჟს, ცხიმებს, გარეგან ჭუჭყს, ხოლო მეორე ეტაპი – გელის ტექსტურის დასაბან პროდუქტს, რომელიც ფორებს უფრო ღრმად გაასუფთავებს და კანს უკეთ შეამზადებს დამატენიანებელი საშუალებებისთვის. ამასთან ერთად, გარდა ყოველდღიური რუტინისა, სახლის პირობებში სუფთა სახის კანის მისაღწევად საჭიროა ექსფოლიაციაც. ექსფოლიაცია ნიშნავს მკვდარი უჯრედების მოცილებას კანის ზედაპირიდან. უმრავლეს შემთხვევაში, ექსფოლიანტების გამოყენება ხდება ინდივიდუალურად, კვირაში ორჯერ ან სამჯერ.


კარგი ხარისხის, კლინიკურად გამოცდილი თუმცა ამავდროულად შედარებით ხელმისაწვდომი ბრენდებიდან, შეგვიძლია გირჩიოთ Revox B77-ის იაპონური რუტინის გამწმენდი გელი. გელი შექმნილია სპეციალურად მსუბუქი ექსფოლაციისთვის და შლის როგორც კანზე დაგროვილ ცხიმს, ისე ნივთიერებათა ნარჩენებს. შედარებით უფრო ღრმა ექსფოლიაციისთვის კი, Janssen Cosmetics-ის კანის ღრმად გამწმენდ ენზიმურ პილინგს გავუწევთ რეკომენდაციას, რომელიც ღრმად წმენდასთან ერთად, გაუხეშებულ კანს შესამჩნევად არბილებს.
როგორც თავის მოვლის რუტინის ყველა სხვა ეტაპი, კანის გასუფთავებაც მოითხოვს ბალანსს. კანის ზედმეტად ხშირმა და აგრესიულმა წმენდამ შეიძლება მოაშოროს კანს ბუნებრივი ცხიმები და დაარღვიოს მისი დამცავი ბარიერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმშრალე, გაღიზიანებადობა, აკნეც კი. გამომდინარე აქედან, აქაც როგორც სილამაზისა და თავის მოვლის ყველა სხვა ეტაპზე, უნდა დავიცვათ ბალანსი, გავითვალისწინოთ კანის ტიპი, ჩივილები და პროფესიონალების რეკომენდაციები. მხოლოდ ასე არის სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელი ზედმეტი რისკებისა და გართულებების გარეშე.




