კრუიზული და წინა-სეზონური კოლექციების ჩვენებები შესაძლოა დასრულდა, თუმცა სიმონ პორტე ჟაკმუსმა ამჯერადაც შეძლო კრუიზული განწყობის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ ამაღლება. ფრანგმა დიზაინერმა თავისი ბრენდის 15 წლის საიუბილეო შოუ იტალიაში, კუნძულ კაპრიზე უმშვენიერესი ხედებით გარშემორტყმულ გარემოში გამართა. ჩვენების ლოკაციად მოდერნისტული ვილა Casa Malaparte იყო შერჩეული. სტუმრებს კი, იქ მოსახვედრად იახტები დასჭირდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ჟაკმუსმა ჩვენება მოდის კვირეულების ოფიციალური კალენდრების მიღმა გამართა, მისი კოლექციის სანახავად არაერთი ცნობილი სახე შეიკრიბა, მათ შორის: ლეტიცია კასტა, დუა ლიპა, გვინეტ პელტროუ. მეტიც, ჩვენება კეი-პოპის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა და პოპულარულმა ვარსკვლავმა – ჯენი კიმმა დახურა. ჯენი გოგონათა ჯგუფის, BLACKPINK-ის გამორჩეული წევრია, რომელმაც წარმატებას მოდის ინდუსტრიაშიც მიაღწია. ჯენის ჟაკმუსის შავი კაბა და ზღვისფერი ჩანთა ამშვენებდა. რაც შეეხება გამხსნელ ლუქს, დიზაინერმა თავისი სადებიუტო ჩვენების გახსნის პატივი სამხრეთ სუდანელ ტოპ მოდელს, ანოკ იაის მიანდო.
იხილეთ ჩვენება სრულად: