Jacquemus 2023 წელსაც არ კარგავს აქტუალობას. ამჯერად ბრენდმა პირველი საბავშვო კოლექცია წარადგინა. MINI ME – ასე ჰქვია საბავშვო ხაზს და ის Jacquemus-ის ძირითადი კოლექციებისათვის დამახასიათებელ ესთეტიკას და სილუეტებს ინარჩუნებს.
კამპანიაში მოდელ ბავშვებს დიდი ზომის მოდელები აცვიათ. კოლექცია აერთიანებს მაისურებს, პერანგებს, ჰუდებს, ჯინსის მოსაცმელებს, შარვლებს, შორტებსა და აქსესუარებს. კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია და Jacquemus-ის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
იხილეთ კამპანიის ფოტოები: