იტალიური ბრენდი, სახელწოდებით SUNNEI ცნობილია თავისი კონცეპტუალური შოუებით. გასულ წელს ბრენდმა კოლექცია როკ-ენ-როლის კონცერტით შთაგონებული ჩვენებით წარადგინა. ამჯერად, SUNNEI-მ დარბაზში მჯდომი ადამიანები კოლექციის შემფასებელ ჟიურიდ აქცია. ჩვენების მსვლელობისას, თითოეული სტუმარი კოსტიუმებს ათბალიანი სისტემით აფასებდა. ინტერაქციულ ჩვენებაზე ბრენდმა 30 ლუქი წარადგინა. კოლექციაში ტანსაცმლის ჰიბრიდული დიზაინი ჭარბობდა.
SUNNEI 2015 წელს სიმონე რიცომ და ლორის მესინამ დააფუძნეს. ბრენდი აწარმოებს, როგორც ქალის, ასევე კაცის ხაზს. SUNNEI ძველ იტალიურ ფაბრიკებთან თანამშრომლობს და კოსტიუმებს სხვადასხვა ექსპერიმენტული მეთოდით კერავს.