
ISAMAYA Beauty ბრიტანელი ვიზაჟისტის, ისამაია ფრენჩის დაარსებული ბრენდია, რომელმაც ახლახან კიდევ ერთი პროვოკაციული პროდუქტი გამოუშვა. ეს არის ტუჩსაცხის ხაზი, რომელიც პენისის ფორმის შეფუთვით არის წარმოდგენილი. ტუჩსაცხები მალევე სოციალური მედიის ჰიტად იქცა. კოლექცია ორ პროდუქტს აერთიანებს და ISAMAYA-ს მესამე კოლექციაა. ტუჩსაცხების ფასი 95 დოლარია. ბრენდის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, ორივე პროდუქტის მარაგი ამ დროისათვის უკვე ამოწურულია.


აღსანიშნავია, რომ 34 წლის make-up არტისტის ბრენდი ფეტიშისტური კონცეფციის პროდუქტებით გამოირჩევა. მისი სადებიუტო კოლექცია, სახელწოდებით INDUSTRIAL ე.წ. BDSM თემატიკის შეფუთვით გამოვიდა. ISAMAYA Beauty ბაზარზე 2022 წლის ივნისში გაეშვა და ცნობადობა კონცეპტუალური ბრენდის სტატუსით მოიპოვა.