ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიამ თანამედროვე მსოფლიო და მასთან ერთად საქართველოც, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ეპიდემიოლოგიურმა სააფრთხეებმა გადაადგილების შეზღუდვისაკენ არათუ გვიბიძგა – არამედ გვაიძულა. პოსტ-პანდემიურ პერიოდში, ყოველდღიური სტრესი თუ ერთფეროვნებისაგან გამოწვეული დაღლილობა, კიდევ უფრო საგრძნობი გახდა.

2024 წელი, როდესაც პანდემიაზე წარსულ დროში უკვე თავისუფლად ვლაპარაკობთ, სწორედაც რომ ჩვენ ცხოვრებაში დარღვეული ბალანსის აღდგენის დროა.

ამ სტატიის მიზანია გაგაცნოთ ტურისტული კომპანია, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ გამოცდილება, რომლის გარეშეც თანამედროვე, აქტიური და საინტერესო ცხოვრების წესი წარმოუდგენელია. Inn Georgia – ასე ჰქვია პრემიუმ დონის კომპანიას, რომელმაც ტურისტულ ინდუსტრიაში ადგილი საკმაოდ მოკლე დროში, მომსახურების მაღალი ხარისხით, კვალიფიციური პროფესიონალებითა და სანდოობით დაიმკვიდრა. ისინი წარმატებით თანამშრომლობენ ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან და არა მხოლოდ, თუმცა სანამ უფრო დეტალურად მოგიყვებით კომპანიის შესახებ, ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრესა და კულტურულ მემკვიდრეობას.

სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებრივი სილამაზე, მრავალფეროვნება და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს აღმოსაჩენად თუ დასასვენებლად ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად აქცევს. მრავალმხრივი ლანდშაფტები, მუდმივად განვითარებადი ველნეს და სასტუმრო ინდუსტრია, ისტორიული შენობა-ნაგებობები იმდენად მრავლადაა ჩვენ გარშემო, რომ ნებისმიერ სეზონზე, დროის დაზოგვით და ხშირად, მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებითაც, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ადგილი, რომელიც იმ მომენტში, თქვენ ცხოვრების სტილს, განწყობასა და საჭიროებებს ყველაზე მეტად ერგება.

თუმცა ამასთან ერთად, რაც უფრო მეტია არჩევანი და მზარდია ტურისტული სერვისების განვითარების ტემპი, მით უფრო რთული ხდება მუდმივად საქმის კურსში ყოფნა, დაკვირვება და ათვისება ტურისტულ ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების, შემოთავაზებებისა და მეტიც – საფრთხეების. სწორედ ასეთ დროს გვჭირდება ადამიანთა გუნდი, რომლებსაც აქვთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ ჩვენზე მორგებული ტურისტული პროდუქტები შექმნან.

Inn Georgia -ს დამფუძნებლები გახლავთ სოფია ისაკაძე და ოთო მღვდლიაშვილი. დამფუძნებლებმა კომპანია შექმნეს იმ პრინციპითა და მიზნით, რომ ისინი არა მხოლოდ პარტნიორები და შემსრულებელები, არამედ გუნდის წევრები არიან – ყველა მათი პარტნიორი კომპანიისთვის და დამსვენებლისთვის. სწორედ ამიტომ, როგორც თქვენი გუნდის სანდო და ერთგული წევრი, მათი პრიორიტეტია თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, მხარდაჭერა 24/7-ზე, ცოდნის გაზიარება და ყველა იმ სტრესისა თუ გაურკვევლობის შემსუბუქება, რომელიც ხშირად, თან ახლავს დასვენების დაგეგმვას.

“ჩვენ არ ვართ ტიპური ტურისტული კომპანია, ჩვენ ვართ ისტორიის მთხრობელები, კულტურის ელჩები და ძვირფასი მოგონებების შემქმნელები. მე და ოთოს გვჯერა, რომ სწორად დაგეგმილი მოგზაურობა დაუვიწყარ თავგადასავლად გრჩება და აუცილებლად გაბრუნებს იმ ადგილზე. შესაბამისად, გვყავს სტუმრები, რომლებიც უკვე ბევრჯერ არიან საქართველოში ნამყოფი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველი მათი ჩამოსვლა გადაგვიქცევია განსხვავებულ და აღმოჩენებით სავსე მოგზაურობად.”

– აღნიშნავს სოფია ჩვენთან საუბარში.

კომპანიის სერვისებში შედის, როგორც თქვენს უნიკალურ ინტერესებზე მორგებული სასტუმროს შერჩევა, ისე ტრანსპორტის დაგეგმვა, განთავსების დაჯავშნა, ტურები და ექსკურსიები, კულინარიული თავგადასავლები პროფესიონალ გიდებთან ერთად, მეტიც, Inn Georgia-მ სახელი გაითქვა დაუვიწყარი კულტურული, საქმიანი და კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზებითაც. და რაც მთავარია, ყველა ამ უნიკალურ გამოცდილებას ისინი ქმნიან იმ რწმენითა და აზრით, რომ დამსვენებლის, იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო, უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თბილისსა და რეგიონებში მდებარე ბევრ სასტუმროში უკვე დაგხვდებათ Inn Georgia-ს საინფორმაციო ბროშურები და შეთავაზებები. ეს იმ შემთხვევისათვის, თუ წინასწარ არ გქონდათ ჯავშანი, თუმცა ადგილზე გადაწყვიტეთ თქვენთვის სასურველი მომსახურების მიღება.

სწორედ ამიტომ, თუ უკვე იწყებთ 2024 წლის დაგეგმვას და გჭირდებათ სანდო პარტნიორი ამ მეტად სასიამოვნო და ასევე ქაოტურ პროცესში, გამოიწერეთ Inn Georgia-ს ოფიციალური არხები და თვალი ადევნეთ მათ შემოთავაზებებს.

FB: Inn Georgia • ინნ ჯორჯია

Insta: inn.georgia

Linkdn: Inn Georgia • ინნ ჯორჯია

Tiktok: Inngeorgia