2023 წლის კინო ჰიტად ქცეული ფილმი, გრეტა გერვიგის „ბარბი“ Imax-ის ეკრანებზე გამოვა. ამ პრემიერაში განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ მაყურებელი ფილმის გრძელ ვერსიას იხილავს, რომელშიც ამოჭრილი სცენებიც შევა. აღსანიშნავია, რომ Imax-ის ჩვენებებისათვის ეს სცენები თავად რეჟისორმა, გრეტა გერვიგმა შეარჩია. Barbie-ის პრემიერო სეანსები Imax-ის კინოთეატრებში 22 სექტემბერს დაიწყება და მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
Barbie-ის საჯარო პრემიერა 21 ივლისს შედგა და კინოგაქირავების რეკორდები მოხსნა. პრემიერიდან ერთი თვის თავზე, გლობალური კინოგაქირავებით მიღებულმა შემოსავალმა 1.3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კომერციული მოგების კრიტერიუმით, Barbie ამ დროისათვის წლის ყევლაზე წარმატებული კინო პროექტია.